თურქეთის რესპუბლიკიდან
შემოტანილი პომიდორი
ექსპორტიორ ქვეყანაში
გაბრუნებას
დაექვემდებარა,
ინფორმაციას ამის შესახებ
ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
აბრცელებს."ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის საბაჟო
გამშვებ პუნქტში „სარფი“,
თურქეთის რესპუბლიკიდან
შემოტანილი პომიდორის 2
სასაქონლო პარტია (საერთო
წინა 32 039 კგ.) იქნა
შეჩერებული.სასაზღვრო-საკარანტინო
კონტროლის პროცედურების
ფარგლებში,
პასუხისმგებელი
ფიტოსანიტარის მიერ,
საქონლის
ინსპექტირებისას,
პომიდორზე საკარანტინო
მავნე ორგანიზმისთვის (Tuta
Absoluta) დამახასიათებელი
კვალი
გამოვლინდა.საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 20
სექტემბრის №463
დადგენილების
შესაბამისად, აღნიშნული
საქონელი ექსპორტიორ
ქვეყანაში გაბრუნებას
დაექვემდებარა,"- ნათქვამია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.