„თუ შენიშნე, არ გაგიკვირდეს“ – Baro, ფეხით მოსიარულე რეკლამა ქუთაისში

News.ge 2 თვის წინ 16
„თუ შენიშნე, არ გაგიკვირდეს“ – Baro, ფეხით მოსიარულე რეკლამა ქუთაისში

ბოლო დღეებია, ქუთაისში ახალი, თანამედროვე და ცოტათი უცნაური მოსიარულე რეკლამა გამოჩნდა.
„ბარო“, ასე ჰქვია ახალ სარეკლამო სააგენტოს, რომლის შექმნის იდეაც ბექა ბარამბია და მის მეგობრებს ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის დროს დაებადათ.
„ბაროს“ გუნდში ფეხით მოსიარულე კურიერები არიან დასაქმებული.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი „კომერსანტთან“ ამბობს, იაფ და ორიგინალურ რეკლამას 3 საათში 15 ათასამდე მნახველი ჰყავს.
„იდეა პირველად 2017 წელს გაჩნდა. ამერიკაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც არის მსგავსი ბიზნესი. იდეის გაჩენიდანვე დავიწყე ზრუნვა, რომ პროექტი ქართულ რეალობაზე მომერგო. თავიდან პანდემიამ ხელი შემიშალა, მაგრამ როგორც კი დრო გამომიჩნდა, მუშაობა დავიწყე. მოგეხსენებათ, საქართველო კაპიტალისტური გზით ვითარდება, ამიტომაც რეკლამის მრავალფეროვნება არ გვაწყენდა. თანაც, სოციალური ქსელები ბევრისთვის სირთულეა, თანაც საკმაოდ ძვირია, ამიტომ ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც ბიუჯეტური და სწრაფი რეკლამა შევთავაზეთ ბაზარს. საქმე პირადი დანაზოგებით დავიწყეთ და დღეს მასზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვმუშაობ”,- ამბობს ბარამბია.
„ბაროს“ პრომოდ მუშაობა განსაკუთრებით მისაღები სტუდენტებისთვისაა, როგორც კომპანიაში ამბობენ, დასაქმებულს სამუშაო საათების არჩევა თავად შეუძლია.
“ქუთაისის მოსახლეობა ჩვენ წამოწყებას ძალიან დადებითად შეხვდა. დაინტერესება როგორც მცირე ბიზნესმენისგან, ისე მსხვილი ბიზნესისგან საკმაოდ დიდია. ჩვენი, როგორც დამსაქმებლის მთავარი პლუსი ისაა, რომ საათობრივი ანაზღაურებით ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანი შეგვიძლია დავასაქმოთ. გრაფიკი დასაქმებულზეა მორგებული, რაც სტუდენტებისთვის განსაკუთრებით კარგია.
ვცდილობთ, ისეთი გუნდი შევკრათ, რომელსაც თავისუფალი დროის მაქსიმალურად დაკავება უნდა. რაც შეეხება ხელფასს, ვცდილობთ ბაზარზე არსებულ ხელფასზე მეტი გადავიხდით და ასევე, მაღალიც, ვცდილობთ მინიმალური ხელფასი გავაორმაგოთ ცოტა წახალისებაც რომ იყოს.
ათამდე კომპანია უკვე დაინტერესებულია ჩვენი მომსახურებით. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ადგილმდებარეობებთან დაკავშირებით.
ჩვენთვის დაუძლეველი პრობლემა რაც არის, ეს ამინდია. ამიტომაც, როცა ქუთაისში ამინდი გამოვა, მოსახლეობა ჩვენს პრომოებს უნდა ელოდოს.
ვფიქრობთ, რომ ჩვენს რეკლამას, 3 საათში 15 ათასამდე ადამიანი ნახავს.
ზოგი რეკავს და გვეუბნება, რომ სიხარულით უნდა ჩვენთან მუშაობა. ჩვენი მიზანიც დიდი გუნდის შეკვრაა, რათა არ ჩავაგდოთ თავისუფალი დროები და საათები“,- გვიყვება კომპანიის დამფუძნებელი, ბექა ბარამბია.

სრულად წაიკითხეთ სტატია