ფინეთის
პრეზიდენტის,ალექსანდრ
სტუბის განცხადებით, თუ
რუსეთი უკრაინაში ომს
მოიგებს, აშშ დამარცხებული
გამოვა. ინფორმაციას Reuters-ი
ავრცელებს.სააგენტოს
ცნობით, ფინეთის
პრეზიდენტმა ეს
განცხადება მას შემდეგ
გააკეთა, რაც ევროკავშირმა
შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის
პრეზიდენტის, დონალდ
ტრამპის მიერ უკრაინაში
ომის დასრულების
მცდელობის გამო.„თუ
იოტისოდენა აზრი არსებობს
იმის შესახებ, რომ პუტინი
ამ სამშვიდობო
შეთანხმებით მოიგებს,
ამერიკის შეერთებული
შტატები, შესაბამისად,
წააგებს. ამიტომ, ვფიქრობ,
რომ ჩვენ ბოლომდე უნდა
ვიბრძოლოთ“, - თქვა
სტუბმა.ფინეთის პირველმა
პირმა აგრეთვე დასძინა, რომ
ომი არა მხოლოდ უკრაინის
დამოუკიდებლობის,
სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის
საკითხია, არამედ ის
ევროპის უსაფრთხოებასა და
ამერიკის ლიდერობას ეხება.