"ულტიმატუმის ენით არავინ
საუბრობს, მე ამ
შემთხვევაში, საერთოდ არ
მაინტერესებს, გახარია და
"ლელო" რას იზამს. მე ჩემს
სინდისთან უნდა ვიყო
მართალი", - ამის შესახებ
განცხადება პარტიის "ახალი"
პოლიტიკური საბჭოს წევრმა,
"კოალიცია ცვლილებისთვის",
გედევან ფოფხაძემ გააკეთა.
ის ეხმაურება ელენე
ხოშტარიას პირობას,
რომელმაც თქვა, რომ თუ
ოპოზიცია არჩევნებს
ბოიკოტს გამოუცხადებს, ის
შიმშილობას
შეწყვეტს.გარდა ამისა,
კრიტიკა მოჰყვა სალომე
ზურაბიშვილის
განცხადებასაც, რომელმაც
ოპოზიციის გამარჯვების
ფორმულად, ერთობა
დაასახელა."ულტიმატუმის
ენით არავინ არ საუბრობს,
მე ამ შემთხვევაში, საერთოდ
არ მაინტერესებს, გახარია
და ლელო რას იზამს. მე ჩემს
სინდისთან უნდა ვიყო
მართალი. თუ ვიღაცას
ჰგონია, რომ
თვითმმართველობაში
კენჭისყრით და იმით, რომ
თბილისის საკრებულოში
შევა ოპოზიციიდან, ის თავის
სამშობლოს წინაშე ვალს ასე
იხდის, მე მგონია, რომ ჩვენ
ვალი უნდა მოვიხადოთ ჩვენი
თავგანწირვით. თუ მებრძოლი
ოპოზიციის ლიდერი ხდება
სალომე ზურაბიშვილი, ცოტა
უფრო მკვეთრი და გასაგები
სათქმელი უთხრას
საზოგადოებას, პოლიტიკურ
სპექტრსაც," - აცხადებს
გედევან ფოფხაძე.