თუ მართლა გჯერათ, რომ საქართველოს სჭირდება უფრო მჭიდრო კავშირები ევროპასთან, მაშინ იქნებ დაიწყოთ მოლაპარაკება იმ პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც მოიგეს არჩევნები - ანდრიას ლასლო

Primetime.ge 1 კვირა წინ 14
თუ მართლა გჯერათ, რომ საქართველოს სჭირდება უფრო მჭიდრო კავშირები ევროპასთან, მაშინ იქნებ დაიწყოთ მოლაპარაკება იმ პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც მოიგეს არჩევნები - ანდრიას ლასლო
 "ათობით მილიონი დოლარი შევიდა საქართველოში - ეს არის საგარეო ინტერვენცია. როცა ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოჩნდები, ეს არის ჩარევა, როცა ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურად უჭერ მხარს, ეს ჩარევაა. თუ ჩვენ გვინდა რეალური პარტნიორობა, მაშინ მოგიწევთ არჩეულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების წარმოება" - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ანდრიას ლასლომ საქართველოზე საუბრისას გააკეთა.მან ევროპარლამენტარებს მიმართა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი "უარს ამბობს არჩევნებში გამარჯვებულებთან საუბარზე" და თუ მართლა სჯერათ, რომ საქართველოს სჭირდება უფრო მჭიდრო კავშირები ევროპასთან, უნდა დაიწყონ მოლაპარაკება გამარჯვებული პარტიის ლიდერებთან."რის უფლებასაც ზოგიერთი თქვენგანი საკუთარ თავს აძლევს, განსაკუთრებით უნგრეთთან დაკავშირებით, წარმოუდგენელია. უნგრეთმა გაგზავნა ასობით მილიონი დოლარი გაგზავნა ქართულ პოლიტიკაში? უნგრეთმა გაგზავნა ამდენი ფული საქართველოში არჩევნების დროს? - არა, ეს არ იყო უნგრეთი. ეს იყო USAID, ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ეს იყო ევროპის ფონდი დემოკრატიისთვის, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა.თქვენ ასევე მხარი დაუჭირეთ ოპოზიციის საპროტესტო აქციებს - ბევრი ევროპელი გამომსვლელი გამოცხადდა ამ საპროტესტო აქციებზე საქართველოს ქუჩებში და მერე გვეუბნებით, რომ იცავთ დემოკრატიას? ეს სამარცხვინოა.თქვენ უტევთ უნგრეთს - მითხარით, რა თანხა გაგზავნა უნგრეთმა საქართველოში? მე გეკითხებით თქვენ, სოციალისტებს და ლიბერალებს, გთხოვთ, თუ მართლა გჯერათ, რომ საქართველოს სჭირდება უფრო მჭიდრო კავშირები ევროპასთან, მაშინ იქნებ დაიწყოთ მოლაპარაკება იმ პარტიების ლიდერებთან, რომლებმაც მოიგეს არჩევნები. ევროკავშირი უარს ამბობს არჩევნებში გამარჯვებულებთან საუბარზე.ათობით მილიონი დოლარი შევიდა საქართველოში - ეს არის საგარეო ინტერვენცია. როცა ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოჩნდები, ეს არის ჩარევა, როცა ოპოზიციურ პარტიებს ფინანსურად უჭერ მხარს, ეს ჩარევაა. თუ ჩვენ გვინდა რეალური პარტნიორობა, მაშინ მოგიწევთ არჩეულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების წარმოება. გმადლობთ", - განაცხადა უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრიას ლასლომ.
სრულად წაიკითხეთ სტატია