ბლოგერი, უჩა აბაშიძე, რომელიც მარტის აქციების დროს, რუსული კანონის აქტიური მხარდაჭერი იყო, შემდეგ კი, დააკავეს პირადი ცხოვრების კადრების დამზადების ბრალდებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
თუ თქვენ ამ პოსტს კითხულობთ, ესეიგი დედაჩემი და ადვოკატები, როგორც იქნა, შეთანხმდნენ – რო ჩემი public აქტივობა – საქმეს ვეღარ დააზარალებს. ალილუიაჰ!
ჯერ ეს ერთი – გაიცანით ჩემი “ანონიმური“ პეიჯი Shuashsti/შუაშისტი, მანდ პოსტავს დედაჩემი ჩემს გამოგზავნილ ტექსტებს, მისი ცენზურის გავლის შემდეგ (ნეტა ამას თუ დაწერს :D) – უფრო სწორედ, მანამდე არსებობდა იგივე დასახელების პეიჯი, სადაც პოსტავდა, მარა მერე account დაუხაკეს, პეიჯი წაუშალეს და ის პოსტები დაიკარგა, ეს შედარებით ახალი პეიჯია. გწერდით მე ამ პეიჯზე, გააყალბებენ-თქო, და გწერდით როგორ, მარა კომენტარები ნახეთ – ხალხი მედავება – სადღა ხდება ეგეთებიო. სადღა და – ეგე.
გაითვალისწინეთ, რო მე რო აქ, ციხეში, რამეს დავწერ – 6-7 დღე გადის – სანამ დედაჩამამდე მივა და აკრეფს, ხოდა 1 კვირით ადრე უნდა წარმოვიდგინო ხოლმე – რა იქნება აქტუალური, 1 კვირის მერე.
პლიუს – სამყაროს მე ვხედავ ტელევიზორიდან და “უკან გადახვევის“ ფუნქციაც არ მაქ, თუ რამე გამომრჩება. ხოდა ჩემი აზრები, ხშირად, შეიძლება საკმაოდ სცდებოდეს ნამდვილ სამყაროს (ვინმე ამას აუხსნის მიშას? – რო გამოდგება და ძაან თავდაჯერებული ქადაგებს, ხან ადექვატურს, ხან აცდენილს…). ნუ პლიუს დედაჩემი მიგზავნის ხოლმე “ფეისბუქ პოსტების გაზეთს“
მოკლედ, თუ ეს პოსტი დედაჩემმა დადო, ესეიგი ხმის ამოღების უფლება მომეცა და ესეიგი შეგიძლიათ მომწეროთ და გიპასუხებთ!
ანუ – გინდა კომენტარები (აქ, მაგალითად, დასკრინავს და გამომიგზევნის) – გინდა პირადში მომწერეთ – დასკრინავს გამომიგზავნის და გინდა – პირადში ჰკითხეთ დედაჩემს, ფოსტის მისამართი და ქაღალდის წერილი მომწერეთ! (თუ ანდროს, ზვიადს, ოკმელას და სხვებს ასეთებს არ სწერთ – ძაან სცოდავთ, ადრე მომდიოდა ხოლმე ასე, უცხო ხალხის მხარდაჭერა და ძაან მამხნევებდა!) – მაიტათ კითხვები, მოვიწერები public ან პირად პასუხებს. საქმეა – ჩემთვის.
ვერ და არ ვუპასუხებ, მხოლოდ, კითხვებს საქმის დეტალებზე. ნუ ტრეფიკინგი და შანტაჟი/მუქარა რო ტყუილებია გესმით იმედია. მაგას არც მედავებიან. როდესმე, აქედან რო გამოვალ – გიპასუხებთ რა შეკერეს და რა გამოაცხვეს. მარა მხოლომ მას მერე – რაც სამართლის – სამართლობა აღდგება, შერჩევითი აღარ იქნება, დამნაშავე პოლიციელს, ომონელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს – დავსჯით და აი მერე – მე ვალი მაქვს პასუხები გაგცეთ. მანამდე უნდა მენდოთ – რო ჩემი პირადი ცხოვრება, უდაოდ, მოუწესრიგებელი ქაოსია, და მაგ ქაოსში მე და მარიამს გვედავებიან რაღაც შტერულ გადაცდომას.
მანამდე – გიყურებთ, ტელევიზორით, დილიდან საღამომდე, განვიცდი, ვნერვიულობ და ის გრძნობა მაქ – შენი კლასი რო ექსპედიციიდან ფოტოებს პოსტავს, შენ კიდე ავად ხარ, არ გაგიშვეს და ლოგინიდან უყურებ . დარწმუნებული ვარ ოკმელაც მასეა (ვიკვეთებით ხოლმე დერეფანში. მე და ოკმელა გუნდელები ვართ, წლები ვთამაშობდით რაგბს ერთად) და ღობის ბიჭებიც.
თუმცა ამ ეტაპზე ანდროს და სხვა ახლებს უფრო უჭირთ – პირველი 3 თვე ყველაზე მძიმეა აქ რა, მერე ეჩვევი და აღარც გახსოვს, როგორია “გარეთ“. მანამდე ძალიან გჭამს შიგნიდან ეს შებოჭილი “გდება“ და ვერაფრის კეთება. მითუმეტეს – როცა ვინც შენ დაგატყვევა, ნამდვილი მოძალადე კანონდამრღვევები თვითონ არიან, ოფიციალურად “ჰამასის ტყვედ“ გრძნობ თავს. მოკლედ, ამ ბიჭებს ახლა ძალიან სჭირდებათ თქვენი გამხნევება. ყველა თქვენი ყურადღება მათ ძალას მატებს – trust me.
მოკლედ, თუ ეს პოსტი დაიდო, აწი ვარსებობ ანუ – შეგაწუხებთ ხოლმე
The post “თუ თქვენ ამას კითხულობთ…” – რას წერს უჩა აბაშიძე ციხიდან appeared first on .