თუ თავდაცვითი ხარჯები არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა მოუწევთ - NATO-ს გენერალური მდივანი

Primetime.ge 9 საათი წინ 6
თუ თავდაცვითი ხარჯები არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა მოუწევთ - NATO-ს გენერალური მდივანი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავისი ხარჯების პრიორიტეტებს თავდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად.„საშუალოდ, ევროპული ქვეყნები იოლად ხარჯავენ თავიანთი ეროვნული შემოსავლის მეოთხედს პენსიებზე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემებზე და ჩვენ გვჭირდება ამ ფულის მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის, რომ თავდაცვა ბევრად უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.მარკ რუტეს თქმით, მიზანია NATO-სა და ევროკავშირის დაახლოება კრემლის დესტაბილიზაციის კამპანიის წინააღმდეგ საბრძოლველად.„ჩვენ ახლა უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ არა ოთხ ან ხუთ წელიწადში. თუ თავდაცვითი ხარჯები არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა მოუწევთ ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით. ჩვენ არ ვართ ომში, მაგრამ არც მშვიდობაში ვართ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია თავდაცვაში და მეტი შესაძლებლობების წარმოება. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი საზოგადოების მედეგობა და განვავითაროთ კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - დასძინა მან.
სრულად წაიკითხეთ სტატია