თუ „დიფ სთეითი“
დამარცხდება აშშ-ში, ამას
გავლენა ექნება
ევროკავშირზეც და ასეთ
შემთხვევაში აღარავინ
მოგვთხოვს კანონების
გაუქმებას თუ გადახედვას, -
ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.მთავრობის
მეთაურმა „გამჭვირვალობის
შესახებ“ და „ოჯახური
ღირებულებებისა და
არასრულწლოვანთა დაცვის
შესახებ“ კანონების
შესახებ ისაუბრა და
აღნიშნა, რომ თუ „დიფ
სთეითის“ მიმართულებით
ცვლილებები იქნება,
კანონების ცვლილებასთან
დაკავშირებით მოთხოვნებიც
მოიხსნება.„მაგალითად,
ავიღოთ „კანონი ოჯახური
ღირებულებებისა და
არასრულწლოვანთა დაცვის
შესახებ“, რომელიც არის
უმარტივესი კანონი,
რამდენიმე პუნქტისგან
შედგება. მაგალითად, ამ
კანონის მიხედვით არავინ
არ შეიძლება აუკრძალოს
საჯარო მოხელეს სქესის
მიხედვით განსაზღვრული
ტერმინების გამოყენება,
როგორიც არის დედა, მამა,
კაცი, ქალი და ა.შ. ბლინკენმა
გამოსცა თავის დროზე აქტი,
რომლის მიხედვითაც
აეკრძალათ სახელმწიფო
დეპარტამენტის საჯარო
მოხელეებს, რომ ისაუბრონ ამ
ტერმინებით - კაცი, ქალი,
დედა, მამა, ქალიშვილი,
ვაჟიშვილი და ა.შ. ამ
კანონში წერია, რომ ამ
ტერმინების აკრძალვა არ
შეიძლება. ეს თუ არის
ანტიევროპული მოვლენა, კი
ბატონო, ვიმსჯელოთ ამასთან
დაკავშირებით. არ შეიძლება,
მე მივიდე ხვალ სამოქალაქო
რეესტრში და არ შეიძლება,
ჩემს შესახებ ჩანაწერი
შეიცვალოს კაციდან ქალზე.
ეს წერია, მეტი არაფერი და
ამაზე გვიმტკიცებენ, რომ ეს
აფერხებს საქართველოს
ევროინტეგრაციას.
კონკრეტულ ძალებს აქვთ
ინტერესი, საქართველოში
განავრცონ ლგბტ
პროპაგანდა. ძალიან კარგად
იციან, რომ ეს კანონი
უპირისპირდება ლგბტ
პროპაგანდას. აქ არცოდნაში
კი არ არის პრობლემა, მათ
უნდათ საქართველოში ლგბტ
პროპაგანდის განვრცობა,
უნდათ, რომ საქართველოში
ლგბტ პირთა რაოდენობა
ხელოვნურად გაიზარდოს,
რასაც ვაკვირდებით
ევროპის ქვეყნებში.
პროპაგანდა მუშაობს
ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში.
განა რამე არ იციან,
უბრალოდ, „დიფ სთეითის“
საცეცებს უნდათ,
საქართველოში დამძიმდეს
ვითარება ამ თვალსაზრისით
საზოგადოებაში“, -
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი
კობახიძის თქმით, იგივე
ეხება „გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონს, ვინაიდან
ინტერესი იყო, რომ
საქართველოში ფარულად
მოეხდინათ
რევოლუცია.„ამიტომ
ეწინააღმდეგებოდნენ
„გამჭვირვალობის შესახებ“
კანონს. ძალიან კარგად
იციან, რომ კანონი არის
კარგი და კარგი რომ არის,
იმიტომ არ უნდათ. იგივე
ეხება „ოჯახური
ღირებულებების შესახებ“
კანონსაც. რომ იციან,
კარგია, ამიტომ არ უნდათ,
რადგან თვითონ აქვთ
ნეგატიური მიზნები, უნდათ
„ლგბტ“ პროპაგანდის
წარმოება, გაგრძელება და
მეორე შემთხვევაში - შავი
ფულით რევოლუციის მოწყობა.
კარგი რომ არის, იმიტომ
ებრძვიან. ვნახოთ, თუ „დიფ
სთეითი“ დამარცხდება
აშშ-ში, ამას გავლენა
ექნება ევროკავშირზეც და
ასეთ შემთხვევაში
აღარავინ მოგვთხოვს ასეთი
კანონების გაუქმებას თუ
გადახედვას. თუ „დიფ
სთეითი“ კვლავაც
გაიმარჯვებს, სირთულეები
გაგრძელდება, თუმცა ჩვენ
მზად ვართ ნებისმიერი
სცენარისთვის“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი
კობახიძემ კიდევ ერთხელ
დაადასტურა ხელისუფლების
მზადყოფნა დისკუსიისთვის
.„ჯერ ხომ უნდა შედგეს
დისკუსია, იქნებ დისკუსიის
პროცესში ვლინდება ის, რომ
კანონი არის თავიდან
ბოლომდე კარგი, მაშინ რას
ვაკეთებთ, მაინც უნდა
შევცვალოთ? რა თქმა უნდა,
ასეთ პირობებში არ
შეიძლება, კანონი შეცვალო.
ჯერ უნდა დასაბუთდეს
პუნქტობრივად, რა არის
კარგი, რა არ არის კარგი და
ამის შემდეგ მიიღება
გადაწყვეტილება
ცვლილებასთან
დაკავშირებით და
შესაბამისად მიიღება
გადაწყვეტილება იმასთან
დაკავშირებით, რა უნდა
შეიცვალოს. ამიტომ, ჯერ
დავიწყოთ დისკუსია, მერე
ვთქვათ, შეიცვლება თუ არა
და მერე ვთქვათ, რომ
შეიცვლება, რა შეიცვლება.
ეს არის ყველაზე ჯანსაღი
მიდგომა ამ თემასთან
დაკავშირებით“, - აღნიშნა
პრემიერმა.