გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია, - ინფორმაციას
საავტომობილო გზების
დეპარტამენტი
ავრცელებს.„საქართველოს
რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, თოვის და
ლიპყინულის გამო,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის
გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე დროებით
იზღუდება მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ცნობით,
სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში“, - აღნიშნულია
გავრცელებულ ინფორმაციაში