თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, ხოლო 50% ეროვნული ასამბლეის დათხოვნა სურს, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 3 თვის წინ 63
თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, ხოლო 50% ეროვნული ასამბლეის დათხოვნა სურს, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთში ახალი არჩევნების ჩატარება პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.„საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებ, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანგების 61% პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას უჭერს მხარს, ხოლო 50% ეროვნული ასამბლეის დათხოვნა სურს, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა“, - დაწერა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ გუშინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ გამოსვლაში თბილისში აქციის მონაწილეებსა ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.  Not that I intend to interfere in French domestic politics but considering that 61% of the French support President Macron’s resignation and 50% want the dissolution of the National Assembly, new elections could be a good way out of the political crisis.https://t.co/u6Tu9eupo0 https://t.co/auzvvPQHk0 — Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) January 7, 2025
სრულად წაიკითხეთ სტატია