“თუ აქ არ მოგწონს, ძალით არავინ გაკავებს” – მუსლერა მოურინიოს დაუპირისპირდა

News.ge 1 თვე წინ 19
“თუ აქ არ მოგწონს, ძალით არავინ გაკავებს” – მუსლერა მოურინიოს დაუპირისპირდა

“ფენერბაჰჩეს” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში თურქეთის სუპერლიგა გააკრიტიკა და მსაჯები მიკერძოებაში დაადანაშაულა.
პორტუგალიელმა განაცხადა, რომ მსაჯები “გალათასარაის” განზრახ ეხმარებიან, ამის შესახებ კი რეაგირებას არავინ ახდენს.
61 წლის სპეციალისტის ამ განცხადებას, “გალას” მეკარემ ფერნანდო მუსლერამ უპასუხა.
“პირველად ჩემს კარიერაში საჭიროდ ვთვლი, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. ამ ქვეყანაში 14 წლის განმავლობაში 17 ტიტული მოვიგე და თურქული ფეხბურთის პოპულარიზაციას მუდამ ვცდილობდი.
მოურინიო მხოლოდ 4 თვეა რაც თურქეთში იმყოფება და ის უკვე ჩვენს ლიგას აკრიტიკებს. თუ აქ ყოფნა
არ მოსწონს, ძალით არავინ აკავებს”, – განაცხადა ფერნანდომ მუსლერამ.
შეგახსენებთ, პორტუგალიელი ჩემპიონატის საჯაროდ გაკრიტიკებისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

სრულად წაიკითხეთ სტატია