,,თუ არ ვცდები, ერთ-ერთი არჩევნების წინ ააფეთქეს გივი თარგამაძის ავტომობილი, ესეც სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის“ - კახა კალაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 43
,,თუ არ ვცდები, ერთ-ერთი არჩევნების წინ ააფეთქეს გივი თარგამაძის ავტომობილი, ესეც სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის“ - კახა კალაძე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ ეს საქმეც, ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის სჭირდებოდათ. კახა კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ბოროტი და საშიში ძალაა."თუ არ ვცდები, ერთ-ერთი არჩევნების წინ მოხდა აღნიშნული ფაქტი, როდესაც ააფეთქეს გივი თარგამაძის ავტომობილი. ესეც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, დაპირისპირებისა და რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის.სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, ამ მიზნისთვის შემოდიოდა ეს ადამიანი, რომ რაიმე ბოროტება ჩაედინა. სააკაშვილი ვინ არის, მისი თანაგუნდელები ვინ არიან, ეს რამხელა ბოროტი და საშიში ძალაა ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.ყველაფერს იკადრებენ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ვინმე გააუბედურონ, რომ შემდეგ ეს პროცესი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად." - აცხადებს კახა კალაძე.ცნობისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.ჩვენების მიხედვით, დარჩო ხეჩუაშვილი პროკურატურას უყვება რომ მასთან კონტაქტზე გავიდა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი, რომელმაც განუცხადა რომ შეხვდა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გია ლორთქიფანიძეს და მიხეილ სააკაშვილს- ყოფილი პრეზიდენტისგან კი მან გივი თარგამაძის თვალთვალის დავალება მიიღო. დარჩო ხეჩუაშვილი აცხადებს რომ ის გარკვეული პერიოდი უთვალთვალებდა პოლიტიკოსს.
სრულად წაიკითხეთ სტატია