თორნიკე რიჟვაძე: ხვალ პარალელურად ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები - აჭარის ამომრჩეველს მოუწევს ორი შესაბამისი ნომრის გაფერადება

Primetime.ge 2 თვის წინ 53
თორნიკე რიჟვაძე: ხვალ პარალელურად ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები - აჭარის ამომრჩეველს მოუწევს ორი შესაბამისი ნომრის გაფერადება
მოგეხსენებათ, რომ პარალელურად ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამ არჩევნებში აჭარის ამომრჩეველს მოუწევს ორი შესაბამისი ნომრის გაფერადება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.„დარწმუნებული ვარ, აჭარის ამომრჩეველი არჩევანს გააკეთებს ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ, მათ შორის იმ დაწყებული პროექტებისა და საქმეების ბოლომდე მისაყვანად, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, ხალხის ნდობით მოვიპოვოთ კონსტიტუციური უმრავლესობა, რაც მოგვცემს ქვეყნისა და რეგიონის მართვის ძალიან მტკიცე საფუძველს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია