თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს

Primetime.ge 8 საათი წინ 9
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს ჰოსპიტალიდან თბილისის კლინიკაში გადმოიყვანეს.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებულია ალეკო ახვლედიანი.ცნობისთვის, გვიან ღამით, თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით, კლინიკაში დაჭრილი გადაიყვანეს. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საგარეჯოში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას.„პრაიმ ტაიმმა“ მოიპოვა წერილის შინაარსი, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და „ბარიგების“ მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა „მისი დავალებით მოქმედებდა“. მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
სრულად წაიკითხეთ სტატია