თორნიკე მოლაშვილი: მინდა, მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ და განსაკუთრებით ახალგაზრდობამ ნახოს, ვისთან გვქონდა საქმე და რა ხელისუფლება გვყავდა - რეჟიმი კი არა, ტირანები გვყავდნენ ხელისუფლებაში

Primetime.ge 2 თვის წინ 26
თორნიკე მოლაშვილი: მინდა, მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ და განსაკუთრებით ახალგაზრდობამ ნახოს, ვისთან გვქონდა საქმე და რა ხელისუფლება გვყავდა - რეჟიმი კი არა, ტირანები გვყავდნენ ხელისუფლებაში
მინდა, მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ და განსაკუთრებით, ახალგაზრდობამ ნახოს, ვისთან გვქონდა საქმე და რა ხელისუფლება გვყავდა - რეჟიმი კი არა, ტირანები გვყავდნენ ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.მისივე თქმით, ფაქტობრივად, არ დარჩა ოჯახი საქართველოში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას რაღაც არ ჩაედინათ მათ წინააღმდეგ.„მარტო ჩემი ოჯახისთვის არ არის აუცილებელი ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა და მაინცდამაინც მარტო ჩვენ ოჯახისთვის არ არის რაღაც დოგმა, რომ გინდა თუ არა, სულხან მოლაშვილის თემაა. გვინდა, რომ საზოგადოებამ, მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ, თუნდაც, დღევანდელ დღეს რაც ხდება ქვეყანაში, ახალგაზრდობამ განსაკუთრებით ნახოს, ვისთან გვქონდა საქმე და რა ხელისუფლება გვყავდა. რეჟიმს ეძახიან დღევანდელ ხელისუფლებას და რეჟიმი კი არა, ტირანები გვყავდნენ ხელისუფლებაში და ხმას არ იღებდნენ მაშინ. მე არ მახსოვს ის ხალხი, დღეს ვინც გამოდის, მაშინდელი ხელისუფლების მიმართ რამე ხმა ამოეღოთ, ან სიტყვა ეთქვათ, რამეთუნდაც ძვირი, წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით.რაც შეეხება სულხან მონაშვილის, ჩემი ძმის თემას, 2011 წლის გაზაფხული იყო ჯერ კიდევ, როდესაც თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა სულხან მოლაშვილის წამებაც, არასამართლიანი სასამართლოც, არაადამიანური მოპყრობა, ოთხი მუხლი იყო იქ. ახლა დადგა დრო, დიდხანს ველოდით და ამ ლოდინსაც ჰქონდა რაღაც გარკვეული ნიუანსები. მე მგონი, დადგა დრო, ახლა თითოეულმა მათგანმა აგოს პასუხი იმაზე, რა დანაშაულებიც იყო ჩადენილი მიხეილ სააკაშვილის ტირანიის დროს.სიტყვა რეჟიმი ცოტაა, ტირანია იყო ხელისუფლებაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რასაც ჩადიოდა საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ტერიტორიული მთლიანობიდან დაწყებული, არ დარჩა ოჯახი ფაქტობრივად საქართველოში, რომ რაღაც არ ჩაედინათ მათ წინააღმდეგ. პატიმრობა, ბიზნესის წართმევა, გაუპატიურება, მკვლელობები, ვეღარ ჩამოვთვლი ამდენს, არ გვეყოფა ორი კვირა, მარტო მე რომ ვილაპარაკო ამ დანაშაულებზე,“ - აღნიშნა მოლაშვილმა.დღეს პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია მოუსმენს ყველა დაზარალებულსა და მსხვერპლს, რომელიც მათ მიმართავს.
სრულად წაიკითხეთ სტატია