
“რამდენიმე წუთის წინ შევიტანე ერთ-ერთი საჩივარი (გზის გადაკეტვის საქმეზე) შინაგან საქმეთა სამინისტროში (გულუას ქუჩა #10).
ყველა მოქალაქეს ჰქონდა ერთნაირი პრობლემა – მიმღები არ აძლევს საჩივრის რეგისტრაციის ნომერს და მიღების დასტურს, რადგან მიღების შემდგომ საღამოს მიაქვთ დოკუმენტები კანცელარიაში.
ყველას მოგიწოდებთ, რომ მიმღებში გადააღებინოთ თქვენი საჩივრის ასლი, მიმღებ პირს მოაწერინოთ ხელი როდის ჩაიბარა, ზუსტად რა დროს და რა დღეს საჩივარი და დაარტყმევინეთ სამსახურებრივი ბეჭედი რომ სადავო არ იყოს საჩივრის შეტანის საკითხი”, – წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.