საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, თოვლის და
ზვავსაშიშროების გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ30-კმ184
(ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე
იზღუდება მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3
კატეგორიის 22-ზე მეტი
დასაჯდომი ადგილის
(მძღოლის ადგილის გარდა)
მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობა,
ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.ამასთან,
საავტომობილო გზის კმ185-კმ192
(უშგული-ლასდილი)
მონაკვეთზე აკრძალულია
ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ29
(ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.