გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 22
ოქტომბრამდე დასავლეთ
საქართველოში
შენარჩუნებული იქნება
წვიმა, ზოგან ძლიერი,
ქვეყნის მთიან და
მაღალმთიან რაიონებში
ზოგან თოვლი. შესაძლებელია
ელჭექი, ქარის გაძლიერება,
ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული
ღელვა.მოსალოდნელმა
ნალექებმა შესაძლებელია
საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება,
პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს. (საფრთხის დონე
საშუალო).