რთული მეტეოროლოგიური
პირობების (თოვა, ქარბუქი
და შეზღუდული ხილვადობა)
გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი
თონეთის საავტომობილო
გზაზე დროებით იზღუდება
ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.ინფორმაციას
საავტომობილო გზების
დეპარტამენტი
ავრცელებს.ასევე, თოვლის და
ზვავსაშიშროების გამო,
საავტომობილო გზის კმ185-კმ192
(უშგული-ლასდილი)
მონაკვეთზე, იზღუდება
ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.ასევე,
საავტომობილო გზის კმ30-კმ184
(ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3
კატეგორიის 22-ზე მეტი
დასაჯდომი ადგილის
(მძღოლის ადგილის გარდა)
მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობა,
ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული)
მონაკვეთზე, მსუბუქი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების
გამოყენებით. მაღალი
გამავლობის
ავტოტრანსპორტის (ორი და
მეტი წამყვანი ხიდის მქონე)
მოძრაობა
თავისუფალიასაავტომობილო
გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი)
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.