არასამთავრობო
ორგანიზაცია “სამოქალაქო
იდეის” თავმჯდომარე თინა
ხიდაშელი მიუნხენის
უსაფრთხოების
კონფერენციასთან
დაკავშირებით საუბრობს და
აცხადებს, რომ “რადგან
კონფერენცია არის
უკრაინის თემით მოცული და
ყველაფერი უკრაინის
შესახებ, ნებისმიერი
შეთანხმების, ნებისმიერი
გადაწყვეტილების მიღების
პროცესის ნაწილი უნდა იყოს
საქართველოც”.მისივე
თქმით, სალომე
ზურაბიშვილის იქ ყოფნა
მნიშვნელოვანია, რადგან ის
არის ამ ქვეყნის ხალხის
მიერ არჩეული პრეზიდენტი,
ვინც წარმოადგენს, დაიცავს
და იბრძოლებს ამ ქვეყნის
ინტერესებისთვის.“ჩვენს
გარეშე ხელი არაფერს უნდა
მოეწეროს და ჩვენს გარეშე
არანაირი თანხმობა უნდა
შედგეს იმიტომ, რომ თუ ეს
მოხდა, მგონია, რომ ბევრი
წლის განმავლობაში
საქართველო თამაშგარე
მდგომარეობაში დარჩება.
ამიტომ არის ძალიან
მნიშვნელოვანი, რომ სალომე
ზურაბიშვილი იქ იქნება და
ქვეყანას შანსი აქვს,
მაშინ, როდესაც ჰყავს
უკიდურესად
უპასუხისმგებლო
ადამიანები, რომლებიც
თავის თავებს ხან
დეპუტატებს ეძახიან, ხან
მინისტრებს და
პრეზიდენტებს, ვიღაც მაინც
იყოს, რომელსაც
ლეგიტიმაცია აქვს და
ზურაბიშვილი არის ამ
ქვეყნის ბოლო, ხალხის მიერ
არჩეული პრეზიდენტი, ვინც
წარმოადგენს ამ ქვეყნის
ინტერესებს, დაიცავს და
იბრძოლებს ამ ქვეყნის
ინტერესებისთვის”.
აცხადებს თინა ხიდაშელი.