თინა ბოკუჩავა - მომდევნო კვირას „ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს ვიზიტს აშშ-ში, რომ ვიმუშაოთ განსაკუთრებით ინტენსივობით ზედა პალატასთან, რათა იქაც იყოს „მეგობარი აქტის“ ორპარტიული მხარდაჭერა

Primetime.ge 5 საათი წინ 3
თინა ბოკუჩავა - მომდევნო კვირას „ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს ვიზიტს აშშ-ში, რომ ვიმუშაოთ განსაკუთრებით ინტენსივობით ზედა პალატასთან, რათა იქაც იყოს „მეგობარი აქტის“ ორპარტიული მხარდაჭერა
„მეგობარი აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის – ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არანაირი რესტარტი აშშ-თან არ მოხდება, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.თინა ბოკუჩავას განცხადებით, „მეგობარი აქტის“ მიღება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ და სწორედ ეს გახდება განმსაზღვრელი აშშ-ის პოლიტიკის საქართველოსთან მიმართებით.„გუშინ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ უდიდესი უმრავლესობით მიიღო „მეგობარი აქტი“, რაც არის ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევა და მე მინდა, მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ევროატლანტიკური მომავლისთვის, აშშ-ის ასეთი მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ 349 კონგრესმენისგან, რომლებმაც გუშინ მხარი დაუჭირეს მეგობარ აქტს, 168 კონგრესმენი რესპუბლიკელია, ხოლო 181 არის დემოკრატი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რასაც ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის და სწორედ ეს გახდება განმსაზღვრელი აშშ-ის პოლიტიკის საქართველოსთან მიმართებით.იცით, რომ „მეგობარი აქტის“ ინიციატორი საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც ბოლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოსა და აშშ-ის ბროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა, იმისთვის, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა საქართველოს და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობისთვის.„მეგობარი აქტის“ მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი.გუშინდელი მიღებული აქტი ქვედა პალატის მხრიდან, ახლა გადაეცემა ზედა პალატას ანუ სენატს, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ „მეგობარი აქტი“ ასევე მიიღებს ძალიან დიდ მხარდაჭერას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.მისივე თქმით, მომდევნო კვირას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს ვიზიტს აშშ-ში, მათ შორის იმისთვის, რომ იმუშაონ სენატის ზედა პალატასთან, რათა იქაც იყოს „მეგობარი აქტის“ ორპარტიული მხარდაჭერა.„მინდა, გაცნობოთ, რომ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს ვიზიტს აშშ-ში მომავალ კვირას სწორედ იმისთვის მათ შორის, რომ ვიმუშაოთ განსაკუთრებით ინტენსივობით სენატთან, ზედა პალატასთან, რომ იქაც იყოს ასეთი ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენი მოლოდინი ქვედა პალატაზე გამართლდა და გვჯეროდა, რომ „მეგობარი აქტი“ მოიპოვებდა უდიდეს მხარდაჭერას და ეს ასეც მოხდა.კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას შევახსენო თუ რა იყო ივანიშვილის წინა საარჩევნო დაპირება, ეს იყო მშვიდობა და არჩევნების შემდეგ, სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც მან ჩაატარა, ხედავთ რომ აშშ-მა ივანიშვილს გამოუცხადა ომი. ივანიშვილი ევროპულ მშვიდობას ჰპირდებოდა ქართველ ხალხს და მიიღო ცივი ომი როგორც აშშ-თან, ისე ევროკავშირთან. ივანიშვილი მშვიდობას ჰპირდებოდა ქართველ ხალხს და ძალადობრივი ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და განსაკუთრებული რეპრესიებით დაუპირისპირდა ახალგაზრდობას. დროა, გააცნობიეროს ივანიშვილმა და „მეგობარი აქტი“ არის სწორედ გაფრთხილება, რომ მისი დრო ამოიწურა და რომ ერთადერთი ხსნა ქვეყნისთვის და ერთადერთი გადარჩენა მათ შორის მისთვის არის ძალაუფლების დათმობა და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა. გუშინ დამტკიცდა, რომ ივანიშვილის პროპაგანდა ხალხს ატყუებს და რომ ვერანაირი რესტარტი და გადატვირთვა აშშ-თან ვერ მოხდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამ ყველაფერს ჩვენ მივაღწევთ ერთიანი ძალებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია