თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხვდებით 18-20 ოქტომბერს

Alia 2 თვის წინ 106
თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხვდებით 18-20 ოქტომბერს

ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა დაკრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებისმიერი მაღალი დონის ჰაკათონი არა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნის პროცესში ეხმარება მონაწილეებს, არამედ დამწყები ტექენთუზიასტების განვითარებას და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.

თიბისი, რომელიც ტექნოლოგიურ ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობს და ამ მიმართულებითერთერთი მოწინავეა, ამჯერად ინოვაციური იდეებისთვის ჰაკათონს, TechXplore- ატარებს, რომელიც 18-20 ოქტომბერს გაიმართება. მაღალი მოთხოვნის გამო ღონისძიებაზე დასასწრები ადგილები უკვე შევსებულია და  რეგისტრაცია დასრულებულია.

ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება, სადაც დღის განმავლობაში გუნდის წევრებთან ერთად მუშაობას შეძლებთ, საჭიროების შემთხვევაში კი მენტორები გაგიწევენ კონსულტაციას.

TechXplore ტექნოლოგიების მოყვარულებს რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობსეს მათთვის გაერთიანების, რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრისა დაახლებური გადაწყვეტილებების მიღების იდეალური შანსია.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი უნდა შექმნან, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას მაქსიმალურად ერგება და მისთვის საჭირო ღირებულებას ქმნის.

TechXplore-ის უნიკალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომლებიც ჰაკათონის განმავლობაში ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად მუშაობას შეძლებენ.

დამატებითი მოტივაცია დაწესებული ფულადი ჯილდოა, რომელიც სამ გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. I ადგილი – 10,000 ლარს, II ადგილი – 6,000 ლარს, ხოლო, III ადგილი – 4,000 ლარს მიიღებს. ამისთვის მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილით დაკომპლექტებული 40 გუნდი იბრძოლებს.

დავალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილზე გაეცნობით. საჭიროა, რომ იდეა გაზიარებული იყოს ვიზუალურად, პროტოტიპის ანMVP-ის სახით, რათა ჟიურის წევრებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ.

ასეთი ღონისძიებები იმ იდეების რეალიზებას ემსახურება, რომლებმაც შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანონ, შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ჰაკათონის დროს მონაწილეები ახალი გამოცდილებითა და ცოდნით დაიმუხტებიან, რაც მათ საშუალებას მისცემთ, მომავალ პროექტებზე მუშაობისას კიდევ უფრო მეტწარმატებას მიაღწიონ.

შევხვდებით 18-20 ოქტომბერს!

(R)

The post თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხვდებით 18-20 ოქტომბერს appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია