საქართველოში Lamborghini-ს პირველი შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიუმ კლასის საავტომობილო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი “თეგეტა ჰოლდინგია”, კომპანიის შემოყვანის მთავარი ფინანსური პარტნიორი კი – თიბისი.
შოურუმი საქართველოში ოფიციალურად გახსნა Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Stephan Winkelmann-მა “თეგეტა ჰოლდინგის” წარმომადგენლებთან ერთად. საერთაშორისო ბრენდის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართულ ბაზარზე შემოსვლა კომპანიის გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.
საქართველოში მაღალი კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია: 2019-2024 წლებში პრემიუმ ბრენდების მანქანების რაოდენობა ბაზარზე წლიურად საშუალოდ 44%-ით იზრდებოდა. ქვეყანაში ახალი ბრენდების შემოყვანით კი თიბისი და „თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზრის მოთხოვნას პასუხობენ.
“საამაყოა, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა – „თეგეტა ჯგუფმა” – დაიმსახურა Lamborghini ნდობა. ვფიქრობ, Lamborghini შემოსვლა საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალი ეტაპია: ეს ნიშნავს ბაზარზე კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვას და სერვისების გაუმჯობესებას. ამავე დროს მსგავსი კლასის ბრენდის შემოსვლა ქვეყანას უფრო ფართო მასშტაბით საერთაშორისო პოზიციონირების საშუალებას აძლევს. „თეგეტა ჰოლდინგის“ დაარსების დღიდან თიბისი კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი და მხარდამჭერია. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია უკვე თითქმის 30 წელს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. „ლამბორგინის“ შოურუმის გახსნაც ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
“დიდი პატივია ჩვენთვის, რომ Automobili Lamborghini-მა მოგვანდო ამ ლეგენდარული ბრენდის წარმოჩენა ჩვენს რეგიონში. მადლობა Lamborghini-ს წარმომადგენლობას, რომელიც ჩვენს ღონისძიებას დაესწრო – ეს სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის სიძლიერეს და იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს: სიზუსტე, პროგრესი და სრულყოფისკენ დაუღალავი სწრაფვა.„თეგეტა ჰოლდინგში“ ყოველთვის გვჯეროდა ახალი სტანდარტების დაწესების: ქართული საავტომობილო ინდუსტრიის საწყისი ეტაპებიდან დღემდე – იქამდე,რომ შევძელით Lamborghini-ის მსგავსი ლეგენდარული ბრენდი შემოგვეტანა – ჩვენი გზის მთავარი მამოძრავებელი ყოველთვის იყო სითამამე ოცნებებში და პასუხისმგებლობა რეალობაში“,- პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი.
Lamborghini-ს შოურუმი აღმაშენებლის ხეივანში N129 მდებარეობს.
(R)
The post თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა appeared first on .