თიბისიმ, განათლებაზე
ხელმისაწვდომობის ზრდის
მიზნით, სტუდენტებისთვის
ახალი საგანმანათლებლო
პლატფორმა თიბისი კამპუსი
დააარსა, სადაც სწავლის
სურვილი 6 ათასზე მეტმა
სტუდენტმა
დააფიქსირა.თიბისი
კამპუსი ეს არის ბიზნესის
მიმართულებით, სრულად
დაფინანსებულ, ონლაინ
სასწავლო კურსები,
რომლებიც განკუთვნილია
საქართველოს ნებისმიერ
რეგიონში მცხოვრები 18-24
წლის
ახალგაზრდებისთვის.კამპუსის
პირველი ნაკადზე, მთელი
საქართველოდან, 6037 სტუდენტი
დარეგისტრირდა. საბოლოოდ,
ორ ეტაპიანი, კონკურსის
შემდეგ კი 310 სტუდენტი
შეირჩა.სამი თვის
განმავლობაში სტუდენტებს
თიბისის გუნდის და სფეროს
სხვა სპეციალისტები
სრულიად უფასოდ
შეასწავლიან:
ტექნოლოგიური პროექტების
მართვის საფუძვლებს,
მონაცემთა ანალიზს,
გრაფიკული დიზაინს, UI/UX
დიზაინ, მეწარმეობის და
ბიზნესის დაგეგმარებას,
სარეკლამო კონტენტის
შექმნას, ციფრულ
მარკეტინგს და საძიებო
სისტემების ოპტიმიზაცია -
SEO.თიბისი კამპუსში გავლილი
კურსები სტუდენტებს
საბაზისო ცოდნას მისცემს
შემდგომი პროფესიული
განვითარებისთვის. თიბისი
კამპუსის ბიზნეს კურსების
პარტნიორია „კოლაბი“.