თიბისი ბანკი განცხადებას
ავრცელებს:„თიბისი, როგორც
საქართველოს წამყვანი
ფინანსური ინსტიტუტი და
ლონდონის საფონდო ბირჟაზე
რეგისტრირებული კომპანია,
თავისი არსებობის 32-წლიანი
ისტორიის მანძილზე,
ყოველთვის იდგა და იდგება
საქართველოს ეროვნული
ინტერესების
სადარაჯოზე.საქართველოს
ევროპული და
ევროატლანტიკური მომავალი
ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური
უმრავლესობის ისტორიული
არჩევანია, რომელიც
გამყარებულია საქართველოს
კონსტიტუციის 78-ე მუხლით.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ
ევროპული ინტეგრაციის
დროებით შეჩერება
ეწინააღმდეგება ქართველი
ხალხის ნებას და
საქართველოს
კონსტიტუციას.თიბისი
ყოველთვის იყო და რჩება
საქართველოს ევროპული და
ევრო-ატლანტიკური
ინტეგრაციის უპირობო
მხარდამჭერი.ჩვენ
ვდგავართ თავისუფლებისა
და ევროპული კურსისთვის
მებრძოლი ქართველი ხალხის
გვერდით და მკაცრად ვგმობთ
ძალადობას მშვიდობიანი
დემონსტრანტების
მიმართ.#ერთად
გავიმარჯვებთ
საქართველოსთვის“, - წერია
განცხადებაში.(R)