თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება

News.ge 2 დღის წინ 14
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება

19-20 ივნისს,თბილისში, ლიზინგის მხარდაჭერით, ექსპო ჯორჯიას და საკონსულტაციო კომპანია სავის თანაორგანიზებით ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება.
ლოგისტიკის სექტორის მზარდი განვითარების პასუხია საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი, რომელიც აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას: საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.
ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც ერთმანეთთან შეხვედრას შეძლებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიები, პორტების და სარკინიგზო უწყებების წარმომადგენლები, საჰაერო გადამზიდავები, საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტები და რაც მთავარია ყველა ის კომპანია რომელიც იმპორტ/ექსპორტით არის დაკავებული და ეძებს საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს.

სრულად წაიკითხეთ სტატია