თიბისი ლიზინგის და GT Motors-ის
საახალწლო შეთავაზების
ფარგლებში ახალი BMW-ს შეძენა
87 000 ლარამდე ფასდაკლებით
შეგიძლიათ, ხოლო 6 თვიანი
გადახდის შემდეგ
ღირებულების 20%-ს
დაიბრუნებთ.შეთავაზება
ვრცელდება თითქმის მთელ
სამოდელო რიგზე,
ამავდროულად მომხმარებელი
ლიზინგის გამარტივებული
პირობებით ისარგებლებს. „
ჩვენი და GT Motors-ის
პარტნიორობა მრავალ წელს
და საინტერესო პროექტს
ითვლის. წელს გადავწყვიტეთ,
რომ საახალწლო
შეთავაზების ფარგლებში
დიდი ფასდაკლება და
სპეციალური პირობა
შეგვეთავაზებინა
მომხმარებლისთვის, რაც 6
თვის შემდეგ საგარანტიო
თანხის დაბრუნებას
გულისხმობს.
დამეთანხმებით, რომ BMW
გერმანული ავტოწარმოების
ერთ-ერთი საუკეთესო
ბრენდია, შესაბამისად, მისი
მოყვარულები
განსაკუთრებული ლოიალობით
გამოირჩევიან, ამიტომ,
ვფიქრობთ ჩვენი აქცია
საინტერესო იქნება“ - ეკა
ანჯაფარიძე, თიბისი
ლიზინგის ავტო
მიმართულების
ხელმძღვანელი.„მოხარული
ვართ, რომ ჩვენს
მომხმარებლებს
შესაძლებლობა აქვთ,
განსაკუთრებული პირობებით
ისარგებლონ და შეიძინონ BMW-ს
საყვარელი მოდელები, მათ
შორის X5, X6, X7, სედანები და
სრულიად ახალი X2. აქცია
ასევე ვრცელდება BMW-ს სრულად
M სერიის ავტომობილებზე.
მიმდინარე შეთავაზება
არის უნიკალური
შესაძლებლობა, რომელიც
თიბისი ლიზინგთან
თანამშრომლობით
განხორციელდა. ტესტ-დრაივი
შესაძლებელია წინასწარი
ჩაწერით ჩვენს შოურუმში.
ვიწვევთ ყველა
დაინტერესებულ პირს,
გაეცნონ BMW-ს მოდელების
დინამიკასა და პრემიუმ
ხარისხს“, - თამუნა
დიასამიძე, BMW-ს გაყიდვების
დეპარტამენტის
ხელმძღვანელი.