12-13 ოქტომბერს, თიბისი კონცეპტის და „მოგზაურის“ ერთობლივი ტურის ფარგლებში, დაესწარით – “მოგზაურობა (კოლხეთის შუაგულში) – იმერეთში – გზა მითიური ოქროს საწმისის სამეფოდან ნიკო ნიკოლაძის ევროპულ მემკვიდრეობამდე”
ტურის მეგზურები ნინო ლორთქიფანიძე და ქეთი ბაქრაძე იქნებიან.
ტურის ფარგლებში აღმოაჩენთ: ვანს, ქუთაისს, დიდი ჯიხაიშს და მათივე ღირსშესანიშნაობებს.
ტურის მთავარი აქცენტი ვანის მუზეუმს დაუკავშირდება:
“რა საიდუმლოს ინახავს ვანი?” – ვანი , რომელიც ოქროს სიმრავლით თითქოს “ელდორადოცაა” და თავისი რვასაუკუნოვანი ისტორიით პომპეიც. ევროპამ ვანი სწორედ როგორც “საქართველოს პომპეი”, ისე გაიცნო.
„რა ქმნიდა ბერძნულ კულტურას, ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს?
არგონავტების მითის დიდი ნაწილი, სწორედ, კოლხეთში მიმდინარეობს. რატომ იყო ბერძნების ცნობიერებაში ეს რეგიონი ოქროს საწმისის ქვეყანა?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სწორედ ვანის მუზეუმი შეძლებს.“ – ნინო ლორთქიფანიძე, ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმის გამოფენის კურატორი.
სრული პროგრამის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/mogzauri
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ სპეციალური ფასით – 980 ₾
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ “მოგზაურის” გუნდს:
599 380 817; 599 908 906
(R)
The post თიბისი კონცეპტის და „მოგზაურის“ ერთობლივი ტური იმერეთში appeared first on .