თიბისი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია

Alia 3 თვის წინ 94
თიბისი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია

21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.

წელს ფესტივალი ეძღვნება თელავის ფესტივალიდაარსებიდან მე40 წლისთავს.

მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, ასევე გამოჩენილი მუსიკოსები მევიოლინე სვეტლინ რუსევი, პიანისტი ანდრეა ლუკეზინი, ფლეიტისტი არიელ ცუკერმანი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულისიმფონიური ორკესტრ, თელავის ქალთა კამერული გუნდიქორმაისტერი სოლომონ გოგილაშვილი, ოპერის კამერატაკონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულსიმფონიურ ორკესტრს და ოპერის კამერატას უდირიჟორებსფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.

საიუბილეო ფესტივალის 22 სექტემბრის ღონისძიებებსთიბისი წარმოგიდგენთ. ფესტივალის ერთერთი მთავარიმიზნობრივი ჯგუფია ახალი თაობა, რომელთათვის ყოველწელს იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებებიკლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის, პროფესიული ზრდის, ახალი სახელების გამოვლენის მიზნით.

22 სექტემებერს თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში 15:00 სთზე გაიმართება . დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თოჯინური ოპერასპექტაკლი სევილიელი დალაქი (რეჟ.: ბესო კუპრეიშვილი) და თელავის ვაჟაფშაველას სახელობის პროფესიული თეატრის დიდ სცენაზე 18.00 სთზე ახალგაზრდა მუსიკოსების გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს წამყვანი სამუსიკო სასწავლებლების (თბილისი, თელავი, ქუთაისი) ნიჭიერი მოსწავლეები და სტუდენტები.

კონცერტში მონაწილეობას იღებს ცოტნე ზედგენიძე, რომლის ერთერთი პირველი სოლო კონცერტი გაიმართა ფესტივალზე (2018).

The post თიბისი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია