1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
დღეს SME სექტორისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს გაყიდვების არხების სწორედ შერჩევა და მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთან მოლაპარაკება.
ერთ მხარეს არიან მცირე მეწარმეები, რომელთაც მასობრივ სეგმენტზე გასასვლელად სჭირდებათ სწორი გაყიდვების არხები, ხოლო მეორე მხარეს მსხვილი სუპერმარკეტები, რომელთაც პროდუქციის დიდი ნაწილის იმპორტი უწევთ, რადგანადგილობრივი მეწარმეები ვერ ახერხებენ მათიმოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ხარისხით.
მეწარმეების მხარეს იკვეთება ისეთი პრობლემები,როგორიცაა არასწორად შერჩეული არხები, მიწოდების არაკონსისტენტური ვადები, ხარისხის კლება ქსელში შესვლის შემდეგ და ა.შ.
ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია ამ პრობლემის მოგვარება, მეწარმეებში ცნობადობის ზრდისა დამათთვის სწორი ინსტრუმენტების მიწოდების გზით.
პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:
2024-2025 წლის განმავლობაში, ჩატარდება 4 სასწავლო კურსი, რომელიც გადაამზადებს 120 მეწარმეს.
კურსი შედგება 4 მოდულისაგან: პროდუქტის შესწავლა და ბაზრის კვლევა, პოზიციონირება დაკონკურენტული ანალიზი, მარკეტინგული არხები დასტრატეგიები, ფინანსებზე წვდომა.
კურსი ჩატარდება ფიზიკურ ფორმატში, თიბისის ტრეინინგ ცენტრში და მას გაუძღვებიან მირანდა მანჯგალაძე და ია ნადირაძე, რომლებსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მსხვილი ქსელური სუპერმარკეტების მენეჯმენტში.
აღნიშნული კურსის გარდა, პროექტის ფარგლებშიმომზადდება ვიდეო ლექციები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის.
ყოველი კურსის ბოლოს, იმ მეწარმეებისთვის, ვინც მზად იქნება, ჩატარდება პირისპირ შეხვედრები ქსელური მარკეტების – ნიკორა, კარფური, გუდვილი, სპარი წარმომადგენლებთან (კონკრეტულიკატეგორიების მენეჯერებთან) იმისთვის, რომმოხდეს მათი პროდუქციის შეტანაზე საბოლოო მოლაპარაკება.
2025 წლის პირველ კვარტალში, ჩატარდება B2B გამოფენა, სადაც მცირე და საშუალო მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის დემონსტრირებას ქსელური სუპერმარკეტებისთვის და სხვა პოტენციური გაყიდვების არხების წარმომადგენლებისთვის.
გაყიდვების არხების გაფართოების შემთხვევაში, პროგრამაში მონაწილე მეწარმეების პროდუქტებზეთიბისი VISA-სთან ერთად დაფარავს სპეციალურიშეთავაზებების ხარჯებს, რომელსაც მეწარმეგაყიდვების ზრდის მიზნით გამოიყენებს.
(R)
The post თიბისი ბიზნესსა და რითეილ ასოციაციასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა appeared first on .