თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს

Alia 2 თვის წინ 104
თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს

ინფლუენსერ მარკეტინგი – ეს სიტყვათშეთანხმება ახალი უკვე დიდი ხანია აღარ არის, მათ შორის, არც საქართველოში. ჩვენს გარშემო მრავლადაა ისეთი მცირე თუ დიდი სტარტაპი, ან კომპანია, რომელიც მომხმარებლის გულამდე გზას სწორედ ინფლუენსერების დახმარებით იკვლევს.

როგორ გამოვიყენოთ ინფლუენსერ მარკეტინგი ჩვენი ბრენდის, კომპანიის თუ სტარტაპის პოპულარიზებისთვის? ვინ გვჭირდება? რა გავითვალისწინოთ  საქმიანი ურთიერთობისას?19 სექტემბერს, თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრების მორიგ სესიაზე, კონტენტ კრეტორებმა თათო ქარჩავამ და იოანე რომანაძემ და ქართული სტარტაპის „მერაკის“ დამფუძნებელმა ნუკა გვენცაძემ ბრენდებისა და კონტენტ კრეატორების თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„ადრე ვამბობდი, რომ ვარ მარკეტერი სრულ განაკვეთზე და კონტენტ კრეატორი ნახევარ განაკვეთზე. ახლა სამსახურიდან წამოვედი და სრულ განაკვეთზე კონტენტ კრეატორი ვარ“, – ასე წარადგინა თავი შეხვედრის ერთ-ერთმა სპიკერმა თათო ქარჩავამ. თათო თავს კონტენტ კრეატორად მიიჩნევს, მაგრამ იმის „აღიარებაც“ უწევს, რომ კარგი კონტენტის შექმნამ ინფლუენსერობამდე მიიყვანა.კონტენტს Tik-Tok-ისთვის ქმნის. ამ პლატფორმის გამოყენება ოთხი წლის წინ დაიწყო, პიონერი ვარ Tik-Tok-ისო ხუმრობს. მისი გამომწერების რაოდენობა კი 96 ათასს სცდება.

ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი „მერაკი“ რომ დააარსა, ანუკა გვენცაძე 21 წლის იყო. ბებიასთან ერთად პირველ ჩანთას რომ კერავდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მთელს დროსა და ენერგიას ამ საქმეში ჩადებდა. ახლა „მერაკი“ცნობილი და ბევრის საყვარელი ქართული ბრენდია.

„ჩვენი მარკეტინგის ძალიან დიდი წილია ინფლუენსერებთან ურთიერთობა. გვყავს რამდენიმე აქტიური ინფლუენსერი, რომლებთანაც სულ ვთანამშრომლობთ. წესივით გვაქვს, ახალკოლეციას პირველად მათ ვუგზავნით“, – ამბობს ანუკა.

ანუკა გვენცაძენფლუენსერებთან ურთიერთობის შვიდწლიანი გამოცდილება დაუგროვდა. ამიტომ,  ზუსტად იცის ვინ სჭირდება, ვისგან რას მიიღებს. სოციალურ ქსელებში სულ მოწმებს ტრენდებს, აქტუალურ თემებს:

„ზოგი ძალიან კარგ კონტენტს ქმნის. შეიძლება თავად არ ჰყავდეს აუდიტორია, რომელიც გაყიდვებს გაგვიზრდის, მაგრამ, იმდენად კარგ ფოტოს იღებს, რომ ჩვენ ვყიდით ამ ფოტოებით. არიან ინფლუენსერები, რომლებსაც ჰყავთ დაინტერესბული აუდიტორია, ისინიც ძალიან კარგ ვიდეოებს იღებენ, განიხილავენ ჩვენს პროდუქციას და მათაც ბევრი გაყიდვ მოაქვთ“.

აქვს ცუდი გამოცდილებებიც და შესაბამისად, რჩევებიც დამწყები სტარტაპებისთვის. ახსოვს შემთხვევა, როდესაც საჩუქარი გაუგზავნეს ინფლუენსერს, რომელსაც 285 ათასი მიმდევარი ჰყავდა. ის მათ თავად დაუკავშირდა და ბარტერი შესთავაზა. შეთანხმება შედგა, „მერაკმა“ ინფლუენსერს პროდუქცია გაუგზავნა. შემდეგ, მოლოდინით, რომ შეკვეთები გაიზრდებოდა, ახალი მოდელები შეკერეს და შედეგს დაელოდნენ, მაგრამ სულ ტყუილად. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში იმ კონკრეტულ ინფლუენსერებს რეალური აუდიტორია არ ჰყავდა. ამის ნახვა კი მარტივად შეიძლებოდა, მაგალითად, იმის შემოწმებით, რამდენი ადამიანი უყურებდა მის Reels-ებს. ამიტომ, ჩართულობის (ე.წ. ინგეიჯმენთის) შემოწმება, „მერაკისგან“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა სტარტაპებისთვის.

თათო ბრენდებს ურჩევს, რომ საქმიან ურთიერთობის დაწყებამდე კარგად შეისწავლონ ინფლუენსერის კონტენტი. და ასევე, შეთანხმონ პირობები დამოლოდინები:

„მქონდა ასეთი, ცუდი გამოცდილება, მომცეს ბრიფი, რომლის მიხედვით გადავიე ვიდეო და მომწერეს, რომ რაღაც სხვა უნდოდათ. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ბიზნესმა კარგად შეისწავლოს კონტენტი და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოს კონკრეტულ ინფლუენსერთან თანამშრომლობა. ასევე, მკაფიო უნდა იყოს: ბრიფიც, მოლოდინებიც, სცენარიც კი უნდა შეთანხმდეს“.

„მეც მქონდა ერთი შემხვევა, კონკრეტულმა კომპანიამ მომცა დავალება, დავიწყე მუშაობა და უცებ, პროცესში, მეუბნებიან – „ჩვენ ვფიქრობთ რომ შენ ბრიფი ვერ გაიგე“, – იხსენებს იოანე რომანაძე, რომლის რვა თვის წინ გახსნილ Tik-Tok-ის არხს, უკვე ჰყავს 100 ათასზე მეტი გამომწერი. იოანეს ასე იმიტომ მიწერეს, რომ დამკვეთის წარმოდგენილი ვიდეო არ ჰგავდა იმას, რაც იოანემ ჩაწერა: „მე ხომ ყველაზე კარგად ვიცნობ ჩემს აუდიტორიას, ვიცი,  რაზე აქვთ რეაქცია. ამიტომ, უნდა მენდო, ჩემზე უკეთ ვერ გეცოდინება, რა უყვარს ჩემს მაყურებელს.

თათო სტარტაპებს ურჩევს იფიქრონ ინფლუენსერებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზეც. მისი თქმით, ეს კარგია ორივე მხარისთვის:

იცი რომ გყავს მუდმივი დამკვეთი, გაქვს ყოვეთვიური შესავალი, იცი რა არის შენი ამოცანა. ასეთ დროს მეტი თავისუფლება გაქვს, რომ კოკრეტული კონტენტი ორგანულად ჩააინტეგრირო შენს ყოველდღიურობაში, უფრო ავთენტური ხარ და ეს ბრენდსაც აწყობს“.

იყო კითხვებიც – მაგალითად, რა ქნას სტარტაპმა, რომელსაც არ აქვს ინფლუენსერის ფული? უნდა მივწეროთ თუ არა პატარა სტარტაპებმა „დიდ“ ინფლუენსერებს?

„უნდა დაუკავშირდე, რადგან მე მქონია ეგეთი შემთხვევაც. თუ ვფიქრობ, რომ შენი შემოთავაზებიდან ჩემთვის საინტერესო კონტენტი გამოვა, დავთანხმდები“, – უპასუხა თათომ.

ანუკას ჰკითხეს, ბრენდები ინტერესდებიან თუ არა დამწყებებთან ურთიერთობით, რაზეც მან უპასუხა, რომ ხშირად ასეთი ინფლუენსერი საქმეს გაცილებითპროფესიონალურად ეკიდება, რადგან უნდა რომ მასთან კიდევ ითანამშრომლონ და ამიტომ დიახ,  ინტერესდებიან.

შეხვედრა დასრულდა შეთანხმებით, რომ ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიების და ტრენდების იგნორირება წამგებიანია, მოლაპარაკებები ყოველთვის ამართლებს და ცდად ყველაფერი ღირს.

თიბისი ბიზნესის ტრადიციული ხუთშაბათები ისევ გაგრძელდება, რადგან არაფერი ისე არ სჭირდება პატარა ბიზნესებს, ვიდრე გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება.

The post თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია