ცესკო-ში აცხადებენ, რომ
თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობის
მიზნით საინიციატივო
ჯგუფების რეგისტრაციის
ვადა ამოიწურა.საარჩევნო
კომისიის ცნობით,
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოსა და
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი
თემის მერის 2025 წლის 4
ოქტომბრის არჩევნებზე
კანდიდატის წარდგენის
მიზნით საარჩევნო
ადმინისტრაციას ჯამში 50-მა
საინიციატივო ჯგუფმა
მიმართა.„მთელი
საქართველოს მასშტაბით
დამოუკიდებელი მერობის
კანდიდატის წარდგენის
მიზნით 8 საინიციატივო
ჯგუფმა მიმართა შესაბამის
საარჩევნო კომისიებს.
რეგისტრაცია გაიარა 6-მა
საინიციატივო ჯგუფმა, 2-ს
უარი ეთქვა
რეგისტრაციაზე.რაც
შეეხება მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებს,
მაჟორიტარი კანდიდატის
წარდგენის მიზნით
შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიებს 42-მა
საინიციატივო ჯგუფმა
მიმართა, რეგისტრაცია
გაიარა 39-მა საინიციატივო
ჯგუფმა, 3-ს უარი ეთქვა
რეგისტრაციაზე.
საინიციატივო ჯგუფების
მიერ წარდგენილმა
დამოუკიდებელმა
კანდიდატებმა
არჩევნებამდე არაუგვიანეს
მე-40 დღისა (25 აგვისტო)
რეგისტრაციის მიზნით უნდა
წარმოიდგინონ
მხარდამჭერთა სიები“, –
ნათქვამია ცესკო-ს
გაცხადებაში.