თვაური და რატიშვილი საბერძნეთში 3 ევროტურნირის 4 მატჩს მოემსახურებიან

News.ge 2 თვის წინ 70
თვაური და რატიშვილი საბერძნეთში 3 ევროტურნირის 4 მატჩს მოემსახურებიან

შუა კვირაში ფიბა-ს საკლუბო ტურნირები იმართება, რომლებშიც “ქუთაისი 2010”-თან ერთად ქართველი მსაჯ-კომისარიც მონაწილეობს. არბიტრი კირილე თვაური და კომისარი მერაბ რატიშვილი ფიბა-ს 3 სხვადასხვა ტურნირის მატჩებს მოემსახურებიან. თვაური საბერძნეთში – 2 მატჩზე იმუშავებს. ის ქალაქ სალონკში ფიბა ევროპის თასზე “პაოკი” – “შოლნოკის” (უნგრეთი) მატჩს, ასევე ქალთა ევროპის თასზე “ირაკლისი” – “ტარბის” (საფრანგეთი) თამაშს მოემსახურება,
საბერძნეთში იმუშავებს მერაბ რატიშვილის. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი 23 ოქტომბერს პირეოსში ქალთა ევროლიგის მატჩს “ოლიმპიაკოსი” – “მერსინი” (თურქეთი) მოემსახურება, მეორე დღეს კი საბერძნეთის დედაქალაქში ათენში გადავა და
ქალთა ევროპის სათასო მატჩზე – “პროტეას ვულა”-“იდკ ეუშკოტრენი” (ესპანეთი) იმუშავებს.
კირილე თვაური (მსაჯი)
23 ოქტომბერი. სალონიკი (საბერძნეთი). ფიბა ევროპის თასი
პაოკ (სალონიკი, საბერძნეთი) – შოლნოკი (უნგრეთი)
24 ოქტომბერი. სალონიკი (საბერძნეთი). ქალთა ევროპის თასი
ირაკლისი (სალონიკი, საბერძნეთი) – ტარბი (საფრანგეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
23 ოქტომბერი. ქალთა ევროლიგა. პირეოსი (საბრძნეთი)
ოლიმპიაკოსი (პირეოსი, საბერძნეთი) – მერსინი (თურქეთი)
24 ოქტომბერი. ათენი (საბერძნეთი). ქალთა ევროპის თასი
პროტეას ვულა (ათენი, საბერძნეთი) – იდკ ეუშკოტრენი (სან სებასტიანი, ესპანეთი)
GBF.GE

სრულად წაიკითხეთ სტატია