„თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია - ჭრილობაში არ იქნა ნანახი არანაირი უცხო სხეული“ - ექიმი საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მდგომარეობაზე

Primetime.ge 3 კვირის წინ 27
„თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია - ჭრილობაში არ იქნა ნანახი არანაირი უცხო სხეული“ - ექიმი საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მდგომარეობაზე
რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ექიმმა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცოტახნის წინ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, ორივე თვალის მთლიანობა შენარჩუნებულია და არ ყოფილა ჭრილობაში უცხო სხეული.“თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია. გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით, დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში, ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჭრილობაში არ იქნა ნანახი არანაირი უცხო სხეული,“ - აღნიშნა ექიმმა.თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 26 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 23 არის აქციის მონაწილე, სამი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 დაშავებულ თანამშრომელზე ავრცელებს ინფორმაციას.ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც აქციაზე დაშავებულთა დიდი ნაწილი მკურნალობს, დღეს სახალხო დამცველი იმყოფებოდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია