გამოძიება ვერ გადის
კონკრეტულ შედეგებზე
იმიტომ, რომ ის ადამიანები,
რომლებიც ჟურნალისტებს
თავს დაესხნენ ნიღბებით
იყვნენ, - განაცხადა
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარემ და
პარტიის აღმასრულებელმა
მდივანმა მამუკა
მდინარაძემ.„ჩვენ
პრობლემა მაგალითად,
ნიღბიანების მიერ
ჩადენილი ქმედებებისა
ვნახეთ არა მხოლოდ
პოლიციელებზე, შემდეგ
ვიხილეთ ასევე,
ჟურნალისტის მიმართ.
ჟურნალისტის, რომელიც კი
ბატონო, მეორე დღეა და
მესამე დღეა ვიმეორებ, რომ
შეიძლება საშინელ
სიბინძურეს აკეთებს,
შეიძლება იტყუება დღე და
ღამე, პირადადაც მაქვს
გამოცდილი, „რეალ-ტვ-ს“
თანამშრომელიც იყო და
მჩხიბავებზეც აკეთებდა
თავის დროზე და ახლაც არ
აკლებს მსგავს მჩხიბაობას,
მაგრამ მასზე თავდასხმა და
ნებისმიერ ადამიანზე
თავდასხმა ვინც არ უნდა
იყოს, არა აქვს
მნიშვნელობა, არის ასევე
ამორალური და შეიძლება
უარესად ამორალურიც.
ვიღაცა თუ ამაში
გამართლებას ეძებს, რომ ის
თავად არის ამორალური და
ამორალურ ადამიანზე
თავდასხმა მორალური
ჰგონია სასტიკად ცდება.
ნებისმიერ ადამიანზე
თავდასხმა არის ამორალური
და ამ თავდასხმის მომენტში
იმის გარჩევა ის როგორი
ადამიანია, რას კადრულობს,
რას აკეთებს, თავდასხმა
ფიზიკური, თან საშინელი
ფორმით და ამაზრზენი
ფორმით ქალზე რაც ვნახეთ,
არის ყოვლად მიუღებელი და
ეს უნდა შევძლოთ, რომ
ვთქვათ“, - განაცხადა
მდინარაძემ.მისი თქმით,
უკვე მერამდენე დღეა
გამოძიება მიმდინარეობს,
თუმცა კონკრეტული
შედეგები ვერ იდება იმიტომ,
რომ ადამიანები იყვნენ
ნიღბებით.„იქ ვიღაც
„ნაცები“ რომ აღმოჩნდნენ,
ანუ დაზარალებული „ნაცია“,
თავდამსხმელი და მისი
ოჯახის წევრები „ნაცები“
არიან, გადამღები ექვსი
კამერა აქეთ-იქიდან
„ნაცია“, ვის აწყობდათ? -
ნაცებს. ყველა როლში
„ნაცია“ და ჩვენ
გვაბრალებენ. ჩვენ რატომ
გვაბრალებენ? დაადონ ხელი,
ხომ იძახიან რაღაც
სახელებს და გვარებს, მე არ
მინდა გამეორება. იქ
ერთ-ერთი ნაცაქტივისტის
შვილი ხომ იყო ნიღბის
გარეშე? ის ხომ გვყავს
იდენტიფიცირებული და ჩემი
შვილის მეგობრები იყვნენო
ხომ ამბობდა, მერე წაშალა,
გადააკეთა. დაადოს ხელი,
ითანამშრომლოს
გამოძიებასთან, ყველას
ინტერესია ახლა პრევენცია,
ხვალ რომ არ მოხდეს.
საუკეთესო არის გამოძიება
და თანამშრომლობა ხომ? ხომ
იციან ზეპირად, თქვან,
დაადონ ხელი, კეთილი
ინებონ, მივიდნენ და
გამოძიებას ნუ შეიყვანენ
ჩიხში და ხელი დაადონ იმ
ადამიანებს, ვინც
დანაშაული ჩაიდინა“, -
აღნიშნა მდინარაძემ.მისი
თქმით, სწორედ ამიტომ გახდა
საჭირო ნიღბების აკრძალვა
ასეთი აქციების
დროს.„კეთილი ინებონ
მივიდნენ გამოძიებასთან,
ითანამშრომლონ ვისაც
რაიმე კონკრეტული
ინფორმაცია გააჩნია.
მივიდნენ, გამოძიება ჩიხში
არ შეიყვანონ და ჩვენ ჩვენი
მხრიდან, რაც შეგვიძლია
საკანონმდებლო ორგანოდან
იმას გავაკეთებთ, ამ
ნიღბებს ავკრძალავთ,
როგორც საფრანგეთშია,
გერმანიაშია და ევროპის
ქვეყნებშია, იმის გამო, რომ
იდენტიფიცირება სავარაუდო
დამნაშავის სავარაუდო
მოძალადის არ გახდეს
პრაქტიკულად შეუძლებელი.
თეორიულად შეიძლება
ყველამ ყველაფერი ვიცოდეთ,
მაგრამ პრაქტიკულად, აგერ
კაცი შვილს ვერ აკავებს,
საგამოძიებო ორგანო, აი ამ
ნიღბების გამო, ყოფილა
საჭირო? საჭიროა“, -
განაცხადა მდინარაძემ.