თენგიზ შარმანაშვილი: შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი გახარიას პარტიის მხრიდან წესით პარლამენტში შემოსვლა უნდა იყოს

Primetime.ge 20 საათი წინ 15
თენგიზ შარმანაშვილი: შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი გახარიას პარტიის მხრიდან წესით პარლამენტში შემოსვლა უნდა იყოს
გიორგი გახარია ფორმალური აღიარებიდან რეალურ აღიარებაზე გადავიდა. შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი გახარიას პარტიის მხრიდან კი პარლამენტში შემოსვლა უნდა იყოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა კითხვაზე შევა თუ არა გიორგი გახარია და მისი პარტია პარლამენტში.„შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი გახარიას პარტიის მხრიდან წესით პარლამენტში შემოსვლა უნდა იყოს იმიტომ, რომ, როდესაც ჯერ სიტყვიერად იძახი, რომ არ მოვდივარ კომისიაზე, მერე მოდიხარ კომისიაზე, მერე კომისია ოფიციალურად გაფრთხილებს იმ პროცედურებზე და მერე ხელმოწერით ამ კომისიის წინაშე ამ ვალდებულებას ადასტურებ, ეს ფორმალური კი არა რეალური აღიარებაა. მერე პიარისთვის ბრიფინგზე რას იტყვი, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. წესით, ამ ნაბიჯის შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი ეს უნდა იყოს, თუმცა ისინი საკუთარ ნებას არ წარმოადგენენ, ამაზე ბევრჯერ მაქვს ნასაუბრები. როგორც მათი პატრონები უბრძანებენ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და იქიდან იმართებიან, ისე მოიქცევიან. ახლა რას უბრძანებენ ბოლო მომენტში მე ვერ გეტყვით“, - განაცხადა შარმანაშვილმა.შარმანაშვილი ასევე გახარიას განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მას სმენია ჭორები, რომლის თანახმადაც ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მანდატების აღდგენა უნდა. შარმანაშვილის თქმით, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მას უნდა სცოდნოდა, რომ მათი აღდგენის მექანიზმი კონსტიტუციაში არ არსებობს.„კი თქვა, რომ რაღაც ჭორი არსებობსო, მაგრამ მაშინ კონსტიტუციაში უნდა შევიტანოთ ცვლილება და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ისიც უნდა იცოდეს, რომ ჩვენ საკმარისი ხმები არ გვაქვს ასეთი უაზრო განზრახვა რომც გვქონდეს, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიტანოთ. ასე რომ, თვითონ ეს ჭორიც კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს და საერთოდ უფრო უცოდინარობის საკითხია, ვიდრე რაიმე სერიოზული. ასე რომ, თუ არ აქვთ კონსტიტუცია, ის ინტერნეტში არის. თუ ინტერნეტში უჭირთ წაკითხვა მხედველობის გამო, შემიძლია კარგი გამოცემა საჩუქრად გავუგზავნო, ოღონდ იმ პირობით, თუ მართლა წაიკითხავენ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია