თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში - ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე დღეს

Primetime.ge 1 თვე წინ 45
თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში - ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე დღეს
თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს თარიღს ამ 10 დღის განმავლობაში, მეათე დღეს პარლამენტი კონსტიტუციის შესაბამისად შეიკრიბება და გაიმართება მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.წამყვანმა მას ჰკითხა არსებობს თუ არა რაიმე თეორიული ალბათობა, რომ პარლამენტის შეკრების კონსტიტუციური ვადა რაიმემ შეცვალოს.„მხოლოდ ძალადობით არის შესაძლებელი შეაფერხონ ეს [პარლამენტის] შეკრება. საქართველო უკვე არის სახელმწიფო და არავის ვურჩევ ვინმეს რაიმე ძალადობრივი აქტის განხორციელებას. ისინი [ოპოზიცია] ამას მაინც ვერ განახორციელებენ. წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე, თუ შეეცდებიან ამის [პარლამენტის შეკრების ჩაშლას] გაკეთებას ძალადობრივად. სხვა დანარჩენი არანაირი მექანიზმი არ არსებობს.სასამართლო პროცესები ჩვეულებრივად იმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თითქმის ყველა სარჩელში გაიმარჯვა, რადგან მყარი არგუმენტები ჰქონდა. ამიტომ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში - ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე დღეს. თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს თარიღს ამ 10 დღის განმავლობაში, მეათე დღეს პარლამენტი კონსტიტუციის შესაბამისად შეიკრიბება და გაიმართება მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია