თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „დიფ სთეითი“ როგორ გადაუნაწილებს მერე როლებს თავის აგენტურას, ეს მეორე მხარეა

Primetime.ge 3 დღის წინ 3
თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „დიფ სთეითი“ როგორ გადაუნაწილებს მერე როლებს თავის აგენტურას, ეს მეორე მხარეა
საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „დიფ სთეითი" როგორ გადაუნაწილებს მერე როლებს თავის აგენტურას, ეს მეორე მხარეა,- განაცხადა „დღის ქრონიკაში" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.მანვე აღნიშნა, რომ „დიფ სთეითმა" შესაძლოა გარკვეულ პარტიებს მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ხოლო მეორე ნაწილი მომავალი არეულობებისთვის შემოინახოს.„რომ გვაბრალებენ მონოპოლიის ქონას, ჩვენი მიზეზით ხომ არ არის ეს? ჩვენ რამე ისეთი გავაკეთეთ, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ და ამის გამო ვერ მოხვდნენ პარლამენტში? თუ მერე, როდესაც ამდენი მანდატი მიიღეს და არ გამოცხადდნენ და არ გააგრძელეს საქმიანობა პარლამენტში, ამაში დავუშალეთ რამე? თვითონ არ წავიდნენ და არ დაწერეს განცხადებები? თვითონ არ ჩახსნეს საარჩევნო სიები? რამე ნაბიჯი ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა? რა თქმა უნდა არა.როდესაც ასე იქცევი, არჩევნებს პატივს არ სცემ, გადიხარ კონსტიტუციური ველიდან და არ იღებ არჩევნებში მონაწილეობას და გინდა, რომ საქართველოში ყველაფერი რევოლუციური და ანტი კონსტიტუციური გზით მოაგვარო, მერე მობრუნდე და ვინმემ დამადანაშაულოს, რომ ეს ჩემი ბრალია, რომ თითქოს რაღაც მრავალფეროვნება საარჩევნო რეალობაში არ არის უსამართლობა.ჩვენ შევეჩვიეთ ამას და მივიღებთ იმას, რა სურათიც იქნება. საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „დიფ სთეითი" როგორ გადაუნაწილებს მერე როლებს თავის აგენტურას, ეს მეორე მხარეა. შეიძლება რაღაც პარტიებს უთხრას - თქვენ მიიღეთ მონაწილეობა. მეორე ნაწილს უთხრას - თქვენ არ მიიღოთ და დაიტოვოს პლაცდარმი მომავალი არეულობისთვის. ეს მათი გეგმებია, რომელიც ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია