კულტურის მინისტრი თეა
წულუკიანი ძველი
კინოსტუდიის
რეაბილიტაციის პროცესს
გაეცნო. ინფორმაციას
კულტურისა და სპორტის
სამინისტრო
ავრცელებს.მათივე
ინფორმაციით, კულტურის
სამინისტროს ინიციატივით,
2022 წლიდან აქტიურად
მიმდინარეობს დავით
აღმაშენებლის გამზირზე
მდებარე განსაკუთრებული
ისტორიის მქონე ძველი
კინოსტუდიის ტერიტორიისა
და მასზე მდებარე
შენობების სარეაბილიტაციო
სამუშაოები.„ამ ეტაპზე
დასასრულს უახლოვდება
ადმინისტრაციული შენობის
სრული რეაბილიტაცია.XIX
საუკუნის ბოლო მეოთხედში
აგებული შენობა დავით
აღმაშენებლის გამზირის
ერთ-ერთი გამორჩეული
ნაგებობაა, რომელიც
თავდაპირველად აშენდა,
როგორც ელიტური
საცხოვრებელი სახლი.
მოგვიანებით შენობამ
თავისი მაღალმხატვრული
მნიშვნელობის გამო
საზოგადოებრივი ფუნქცია
შეითავსა. 1950-იანი წლებიდან
კი მასში დოკუმენტური
ფილმების სტუდია
განთავსდა.კულტურის
სამინისტროს სახსრებით
მიმდინარეობს
ადმინისტრაციული შენობის
სრული რეაბილიტაცია:
გაკეთდა ახალი სახურავი;
აღდგა შენობის ფასადი;
ჩატარდა მზიდი
კონსტრუქციების
მასშტაბური გამაგრებითი
სამუშაოები; მეორე
სართულზე დაიწყო და
სექტემბერში დასრულდება
ეროვნული კინოცენტრისთვის
საოფისე სივრცის მოწყობა;
სრულად აღდგება და
გარემონტდება
ინტერიერი.აღსანიშნავია,
რომ 2022 წლის განმავლობაში
ძველი კინოსტუდიის
ტერიტორიაზე განხორციელდა
ინფრასტრუქტურული
სამუშაოები: დაინგრა
გვიანდელ პერიოდში
ჩადგმული უსახური,
ბარაკული ტიპის ავარიული
შენობები (ლევან
სამხარაულის სახელობის
ექსპერტიზის ბიუროს
დასკვნის საფუძველზე),
ტერიტორიაზე დაიგო
ასფალტი და მოეწყო
გამწვანება; დამონტაჟდა
გარე განათების სისტემა,
გაკეთდა წყლის ახალი ქსელი
და სრულად შეიცვალა
კანალიზაციის სისტემა;
ყოფილ ფირსაცავ შენობაში
ჩატარდა სრული
რეაბილიტაცია და მოეწყო
თოჯინების სახლი; ყოფილი
სახანძრო სამსახურის 300 კვ.
მ ორსართულიან შენობას
ჩაუტარდა სრული
რეაბილიტაცია და მასში
ბინა დაიდეს
კინემატოგრაფიის დარგში
კასტინგის კომპანიამ,
ფოტოგრაფიის სახელოსნომ,
მეთოჯინეებმა და
ტრადიციული ლურჯი სუფრის
შოუ-რუმმა; რუსთავის
ავტოდრომიდან გადმოტანილი
იქნა ორი მოზაიკური პანო
მათი გადარჩენის მიზნით და
ისინი ძველი კინოსტუდიის
ტერიტორიაზე განთავსდა;
მოეწყო ახალი საგამოფენო
სივრცე, რომელიც სამხატვრო
აკადემიას გადაეცა
მართვაში; ასევე, განახლდა
ღობე.2023 წელს დაიწყო და 2024
წელს დასრულდება ყოფილი
ხის საამქროს ადგილზე
ახალი შენობის მშენებლობა,
რომელიც მულტიფუნქციური
სახელოვნებო სივრცე
იქნება 100 მაყურებელზე
გათვლილი კინოდარბაზითა
და საგამოფენო
სივრცეებით.სამუშაოების
დროს აქ მიწისქვეშ
აღმოჩნდა ორი აგურის
წყობის გვირაბი, რაც, ასევე,
იქცა პროექტის ნაწილად.2024
წელს დასრულდა ყოფილი
მულტსტუდიის შენობის
გვიანდელი პერიოდის,
ავარიული ნაწილის
დემონტაჟი ორი ისტორიული,
1920-იან წლებში აგებული
კინოპავილიონის
გადარჩენისა და
რეაბილიტაციის მიზნით.2023
წელს დაიწყო და 2025 წელს
დასრულდება ყოფილი
ლაბორატორიის შენობის
სრული გამაგრება და
რემონტი.2024 წელს ხუთი
თეატრისთვის დაიწყო და
ამავე წლის აგვისტოში
დასრულდა სასაწყობე და
სარეკვიზიტო სივრცეების
კეთილმოწყობა“, - ნათქვამია
ინფორმაციაში.