პოლიტიკური პარტია, ან
პოლიტიკური პარტიის წევრი,
ან ტუნდაც, დამოუკიდებელი
პოლიტიკოსი ვერავითარ
შემთხვევაში ვერ იქნება
პოლიტიკაში, პოლიტიკურ
პროცესში ჩართული, თუ ის
არჩევნებში არ
მონაწილეობს, - განუცხადა
პარლამენტში ჟურნალისტებს
თეა
წულუკიანმა.პარლამენტის
ვიცე-სპიკერი
თვითმმართველობის
არჩევნებში რადიკალური
ოპოზიციის მონაწილეობის
საკითხს გამოეხმაურა. მისი
თქმით, აღნიშნული
პოლიტიკის „ანა-ბანას
წარმოადგენს“.„ის
პოლიტიკური ძალა, რომელიც
გადაწყვეტს, არ მიიღოს
ნებაყოფლობით არჩევნებში
მონაწილეობა, ეს მხოლოდ და
მხოლოდ მისთვისაა საზიანო.
ამით ხელისუფლებას
ვერაფერი დააკლდება“, -
აღნიშნა
წულუკიანმა.თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობის
საკითხზე ოპოზიციაში
დაპირისპირებაა. მათ
პოზიციების შეჯერება ამ
საკითხზეც უჭირთ და საერთო
გადაწყვეტილებაზე ვერ
ყალიბდებიან.