2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
პოლიტიკური თანამდებობის
პირების კორუფციული
გარიგებები და პირთა
საკუთრების უფლებების
შელახვასთან
დაკავშირებული ფაქტები
განიხილება კომისიის
თავმჯდომარემ, თეა
წულუკიანმა, დაზარალებულ,
ჯუმბერ ბუზალაძეს,
მიმართა. თეა წულუკიანის
თქმით, ერეკლე კოდუას და
მისი მაშინდელი მეუღლის,
ქალბატონი ნანული
ჟორჟოლიანის, ნანუკას, რომ
ეძახის საკუთარ თავს და
ასევე, ერეკლე კოდუას
შვილის მსგავსი ქმედებები
მანქანების წართმევასთან
დაკავშირებით ცნობილი
სქემა იყო. „ერეკლე კოდუას
და მისი მაშინდელი მეუღლის,
ქალბატონი ნანული
ჟორჟოლიანის, ნანუკას, რომ
ეძახის საკუთარ თავს და
ასევე, ერეკლე კოდუას
შვილის მსგავსი ქმედებები
მანქანებთან დაკავშირებით
ცნობილი სქემა იყო. ერთ-ერთ
სხვა საქმეზე, რომელიც
ჩვენს კომისიაზე არის
შემოტანილი, განაჩენიც
არის დამდგარი, როგორ
წაართვა სწორედ,
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
გამოყენებით ერეკლე
კოდუამ თქვენსავით ერთ-ერთ
პირს თუ არ ვცდები მინიმუმ
ორი მანქანა და ერთ-ერთი
მათგან გაუფორმა თავის
შვილს. იმისთვის, რომ
ერეკლე კოდუას თავისი
ოჯახის წევრები
მოემარაგებინა მანქანებით
ის, რეალურად, სახელმწიფო
რეკეტით იყო დაკავებული.
მოცემულმა პირმა იჩივლა და
განაჩენია დამდგარი
კოდუას წინააღმდეგ“,-
განაცხადა თეა წულუკიანმა.