გიორგი უდესიანის
დაკვეთით ხდებოდა
სხვადასხვა ძალოვანი
სტრუქტურების
წარმომადგენლის
გამოყენება იმისთვის რომ
პირველი - ბესარიონ
ხარძიანი მოხვედრილიყო
ციხეში, მეორე - ის ყოფილიყო
წამებული და შედეგი
დამდგარიყო ის რაც სურდა
გიორგი უდესიანს, -
განაცხადა მედიასთან
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
თავმჯდომარემ თეა
წულუკიანმა.„დღეს
გამოიკვეთა, რომ ბესო
ხარძიანის, ბიზნესმენის
უბედურება დაიწყო იმ
დღიდან, 2006 წელს, როდესაც
მაშინდელმა საქართველოს
გენერალურმა პროკურორმა
ის მიიწვია თავისთან
კაბინეტში და მოსთხოვა, რომ
გადაეხადა უკანონოდ 5
მილიონი დოლარის ოდენობის
თანხა და ეს არის ის დღე,
როდესაც დაიწყო ხარძიანზე
ზეწოლა და დასრულდა მისი
ციხეში უბედურებით და
შემდეგ უკვე
თავისუფლებაზე
მკვლელობით“, - აღნიშნა თეა
წულუკიანმა.2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითმა საგამოძიებო
კომისიამ ბიზნესზე
ზეწოლისა და წამების
ერთ-ერთი საქმე - ბიზნესმენ
ბესარიონ ხარძიანის საქმე
განიხილა.