თეა თუთბერიძე: მე არ ვფიქრობ, რომ ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი

Primetime.ge 2 კვირის წინ 29
თეა თუთბერიძე: მე არ ვფიქრობ, რომ ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი
ეს აქცია არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი, - აცხადებს "თავისუფლების ინსტიტუტის" ყოფილი ლიდერი და "კმარას" დამფუძნებელი, თეა თუთბერიძე, თბილისში ბოლო კვირის მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.მისი თქმით, არ შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა პერფორმანსზე და ცეკვა-თამაშზე, ვინაიდან მხოლოდ კარვების გაშლით ხელისუფლება არ დაფრთხება, შესაბამისად, თუთბერიძე ფიქრობს, რომ აქციას არ უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ხასიათი."ხელისუფლება გასცდა კონსტიტუციის ჩარჩოებს, ხელისუფლებამ გააყალბა და მიიტაცა ადამიანების არჩევანი და ჩვენ არ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ახლა იქ უნდა დავდგეთ, ვითამაშოთ ფერადი ბურთებით, გადავაწოდოთ წიგნები ერთმანეთს, გავაკეთოთ რაღაც პერფორმანსები. მე არ ვფიქრობ, რომ ამ აქციას უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ხასიათი. მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ კარვების გაშლით და იქ ცეკვა-თამაშით ვინმე დაფრთხება და ბიძინა ივანიშვილი უარს იტყვის თავისი მიზნების შესრულებაზე." - აღნიშნავს თეა თუთბერიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია