თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის ელჩთან, ჭოუ ციენთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედნები დაათვალიერა

Primetime.ge 6 საათი წინ 7
თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის ელჩთან, ჭოუ ციენთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედნები დაათვალიერა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედნები დაათვალიერა.საფეხბურთო მოედნები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს სპორტული მოედნების მოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოების შესახებ, რაც ჩინეთის საელჩოსა და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.„საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ამჯერად, ჩვენ ვიმყოფებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე საპასუხოდ მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებისა და ბავშვების სიხარულისთვის, ასევე ადგილზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის წახალისებისთვის, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩინეთის ელჩს და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით და მათ შორის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, მოხერხდა ამ სპორტული მოედნების მოწყობა. ადგილობრივ ახალგაზრდებს სპორტულ აქტივობებში ჩართვის და განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემათ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.ამასთან, როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჭოუ ციენმა აღნიშნა, ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ მინი სპორტული მოედნის გახსნის ცერემონიაში ამ სოფელში. ჩვენ ამ პროექტზე მსჯელობა ქალბატონ თეა ახვლედიანთან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავიწყეთ, რადგან ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი საბოლოოდ განვახორციელეთ და ეს არის სასარგებლო არამხოლოდ ბავშვებისთვის, ასევე, ვფიქრობ, ეს აჩვენებს მეგობრობას ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. 
სრულად წაიკითხეთ სტატია