შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო
მინისტრმა თეა
ახვლედიანმა საქართველოში
გაერო-ს სურსათისა და
სოფლის მეურნეობის
ორგანიზაციის (FAO)
წარმომადგენლთან რაიმუნდ
იელესთან შეხვედრა
გამართა. მხარეებმა
განიხილეს გაერო-ს
სურსათისა და სოფლის
მეურნეობის ორგანიზაციისა
და შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის აპარატის
თანამშრომლობის
მიმდინარეობა და დღის
წესრიგში არსებული
აქტუალური საკითხების
გათვალისწინებით, დასახეს
შემდგომი ერთობლივი
საქმიანობის კონკრეტული
მიმართულებები.