შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო
მინისტრმა თეა
ახვლედიანმა
აზერბაიჯანულენოვანი
გაზეთის ,,გურჯისტანის“ და
სომხურენოვანი გაზეთის
,,ვრასტანის“
ხელმძღვანელობასთან და
რედაქციების
თანამშრომლებთან შეხვედრა
გამართა.სახელმწიფო
მინისტრმა შეხვედრაზე
სამოქალაქო თანასწორობისა
და ინტეგრაციის
სახელმწიფო პოლიტიკის
თაობაზე ისაუბრა; ხაზი
გაუსვა სტრატეგიულ
პრიორიტეტს, რომელიც
საქართველოში მცხოვრები
ეთნიკური უმცირესობების
„მედიასა და ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომის
უზრუნველყოფას“ ისახავს
მიზნად. მინისტრმა აღნიშნა,
რომ ეთნიკური
უმცირესობებით მჭიდროდ
დასახლებული რეგიონების,
განსაკუთრებით ზრდასრული
მოსახლეობის გარკვეული
ნაწილის სახელმწიფო ენის
ცოდნის გამოწვევების
საპასუხოდ,
უმნიშვნელოვანესი
ამოცანაა მათი მშობლიურ
ენაზე ინფორმირება,
ქვეყანაში და მის ფარგლებს
გარეთ მიმდინარე
პოლიტიკური,
სოციალურ-ეკონომიკური,
კულტურული პროცესებისა და
აქტუალური საკითხების
შესახებ, ისევე როგორც
შექმნილ შესაძლებლობებთან
დაკავშირებით. სწორედ
ამიტომ, გრძელდება
გაზეთების „ვრასტანის“ და
„გურჯისტანის“
სახელმწიფოს მხარდაჭერით
გამოცემა, რომლებიც
ამასთანავე საქართველოს
კულტურული
მრავალფეროვნების
წარმოჩენა-პოპულარიზაციას
ემსახურებიან, რითაც
წვლილი შეაქვთ სამოქალაქო
ინტეგრაციის პროცესის
ეფექტურობის ამაღლებასა
და დასახული მიზნების
მიღწევაში.შეხვედრის
მონაწილეებს სახელმწიფო
მინისტრმა გაზეთების
განვითარების ხელშეწყობის
მიზნით, სახელმწიფო
მინისტრის აპარატის
ინიციატივით,
დამოუკიდებელი კვლევითი
ორგანიზაციის მიერ
ჩატარებული კვლევის
შედეგები და
რეკომენდაციები გააცნო,
რომელთა გათვალისწინებაც
ხელს შეუწყობს რედაქციებს
შემდგომი საქმიანობა
საჭიროებებთან მეტად
მორგებული გახადონ.
შეხვედრა ინტერაქციულ
რეჟიმში წარიმართა. თავის
მხრივ, გაზეთების
რედაქტორებმა ისაუბრეს
განხორციელებულ
საქმიანობასა და
სამომავლო
გეგმებზე.სახელმწიფო
მინისტრმა გამოთქვა
მზაობა სახელმწიფო
მინისტრის აპარატის
მხრიდან შემდგომი
მხარდაჭერის
თაობაზე.„აზერბაიჯანულენოვანი
გაზეთ „გურჯისტანის“ და
სომხურენოვანი გაზეთ
„ვრასტანის“ რედაქციებთან
დღევანდელი შეხვედრა იყო
ძალიან სასარგებლო და
მნიშვნელოვანი იმის
გათვალისწინებითაც, რომ
სწორედ ამჟამად
მიმდინარეობს სამოქალაქო
თანასწორობის და
ინტეგრაციის სახელმწიფო
პოლიტიკის პრიორიტეტების
შესაბამისად, ჩვენი
სამომავლო ორწლიანი
საქმიანობის დაგეგმვის
პროცესი, რომელშიც ეს
საუკუნოვანი ისტორიის
მქონე ორივე გამოცემა
მნიშვნელოვან როლს
ასრულებს; განსაკუთრებით,
ჩვენი არაქართულენოვანი
მოსახლეობით მჭიდროდ
დასახლებულ რეგიონებში
მშობლიურ ენაზე
ინფორმაციაზე
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის კუთხით.
დღეს, ჩვენს შევაფასეთ
განხორციელებული
საქმიანობა, განვიხილეთ
სახელმწიფო მინისტრის
აპარატის ინიციატივით
ჩატარებული
ფართომასშტაბიანი
დამოუკიდებელი კვლევის
შედეგები, რის საფუძველზეც
დავსახეთ რედაქციების
საქმიანობის შემდგომი
ეფექტიანობის გაზრდის
გზები, რათა ორწლიანი
სამოქმედო გეგმის
ფარგლებშიც, მათ კიდევ უფრო
უკეთესად შეასრულონ ჩვენი
ადგილობრივი
მოსახლეობისთვის აქტუალურ
თემატიკაზე, სახელმწიფო
პროგრამებსა და
შესაძლებლობებზე ერთგვარი
გზამკვლევის როლი,“ –
განაცხადა სახელმწიფო
მინისტრმა თეა
ახვლედიანმა.ინფორმაციას
ამის შესახებ სახელმწიფო
მინისტრის აპარატი
ავრცელებს.