თბილისის გვირაბებში გარე
განათების ქსელის
განახლების პროცესი
სრულდება. ბოლო ეტაპზე
ამირეჯიბის გზატკეცილიდან
ბახტრიონის ქუჩაზე
გადასასვლელ გვირაბში,
გალაკტიონის ხიდის ქვეშ და
დავით აღმაშენებლის
ძეგლის ქვეშ გვირაბებში
არსებული სანათები LED
განათების სისტემით
შეიცვალა. სამივე გვირაბში,
საერთო ჯამში, 156 ერთეული
თანამედროვე
სტანდარტების, მძლავრი
ნათების მქონე,
ენერგოეფექტური სანათი
დამონტაჟდა.მიმდინარე
სამუშაოებს შპს
„თბილსერვის ჯგუფის“
დირექტორი გიორგი პაპავა
გაეცნო.„დედაქალაქში
არსებულ გვირაბებში გარე
განათების ქსელის
რეაბილიტაცია თითქმის
დავასრულეთ. მოგეხსენებათ,
LED სანათების ხარისხი
ბევრად უკეთესია, ასევე,
ნაკლებად ხარჯიანი და
მეტად გამძლეა. აღნიშნული
სამუშაოების შედეგად,
ელექტროენერგიის ხარჯის
65%-იან ეკონომიას მივიღებთ“,
- აღნიშნა გიორგი
პაპავამ.გარე განათების
ქსელის სარეაბილიტაციო
სამუშაოებს „თბილსერვის
ჯგუფი" დედაქალაქის მერიის
დავალებით
ახორციელებს.ინფორმაციას
თბილისის მერია ავრცელებს.