Starring Georgia-ს ფარგლებში
საქართველოში ხვალ,
კონცერტს ჯასტინ
ტიმბერლეიკი
გამართავს.ქართველი
გულშემატკივრის წინაშე
მსოფლიო მეგავარსკვლავი 23
ივლისს „დინამო არენაზე”
წარდგება. განცხადებას
ამის შესახებ Black Sea Arena
სოციალურ ქსელში
ავრცელებს.მომღერლის,
ავტორ-შემსრულებლის,
პროდიუსერისა და
მსახიობის – ჯასტინ
ტიმბერლეიკის წარმატებული
კარიერა უკვე 30 წელს
ითვლის.მისი შემოქმედება
ჯგუფ *NSYNC-თან ერთად დაიწყო,
რომელსაც მსოფლიოს
მასშტაბით 70 მილიონი
ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2002
წლიდან კი მუსიკოსი უკვე
სოლო კარიერას განაგრძობს,
რომელიც ამ დრომდე 117
მილიონზე მეტ გაყიდულ
ჩანაწერს ითვლის (54
მილიონზე მეტი ალბომი და 63
მილიონი სინგლი). კარის
გახსნა 17:00DJ Andrew Hypes 19:30JUSTIN TIMBERLAKE 21:00