რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს მუნიციპალური
განვითარების ფონდმა
თბილისში საერთაშორისო
სტანდარტის ყინულის
არენის მშენებლობა
დაასრულა. ინფორმაციას
რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო
ავრცელებს.„თბილისის
ყინულის არენა 2025 წლის
ევროპის ზამთრის
ახალგაზრდულ ოლიმპიადას
უკვე თებერვალში
უმასპინძლებს.უმაღლესი
დონის თბილისის ყინულის
არენის შენობაში მოეწყო 60
მეტრი 30 მეტრზე ზომის
ყინულის მოედანი, 700-მდე
მაყურებელზე გათვლილი
ტრიბუნები, სავარჯიშო,
ქორეოგრაფიული,
დასასვენებელი,
სამედიცინო, საგრიმიორო და
საკონფერენციო დარბაზები,
გასახდელები და სველი
წერტილები. ასევე,
გათვალისწინებულია სივრცე
კაფესთვის - მოედნის
პანორამული ხედით და
ავტოსადგომი.შენობაში
დამონტაჟდა გაგრილების
სისტემა, რომელიც,
საერთაშორისო სტანდარტის
შესაბამისად,
უზრუნველყოფს სხვადასხვა
ტემპერატურულ რეჟიმს და
ყინულის საფარის
გაგრილებასთან ერთად,
არეგულირებს როგორც
ტენიანობის დონეს, ისე
მაყურებელთა სივრცის
გათბობას. მოედანზე
დამონტაჟდა ორი ტაბლო და
განათების სისტემა. შენობა
სრულად ადაპტირებულია
შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე
პირებისთვის.ყინულის
არენა მოემსახურება
ჰოკეის, ფიგურული სრიალისა
და კერლინგის სპორტის
სახეობებს.სპორტული
კომპლექსი აღიჭურვა
ყინულის მოედნის
მოსავლელი და
საპრიალებელი ორი ერთეული
მანქანა-დანადგარით.
იატაკის სპეციალიზებული
იზოლირებული საფარის
საშუალებით ყინულის
გადნობის გარეშე, მოედანი
მოემსახურება საზაფხულო
სპორტის სახეობებსა და
სხვა სახის
ღონისძიებებსაც
(კალათბურთი, მინი
ფეხბურთი, ხელბურთი და
ა.შ).ყინულის არენის
უახლესი და საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი
ტექნოლოგიებით აღჭურვა და
მონტაჟი უზრუნველყო
ჩეხურმა
კომპანიამ.ყინულის არენის
პროექტირება-მშენებლობა 2023
წლის დეკემბრიდან დაიწყო,
რაც სახელმწიფო
ბიუჯეტიდან 29.2 მილიონი
ლარით დაფინანსდა.2025 წლის
ევროპის ზამთრის
ახალგაზრდულ ფესტივალს
საქართველო თებერვალში
თბილისში ბაკურიანსა და
ბათუმში უმასპინძლებს.
ახალგაზრდული
ფესტივალისთვის,
რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
სამინისტრომ, ბაკურიანში
ბიათლონის მოედნისა და
თხილამურებით რბოლის 3.5 კმ
სიგრძის ტრასის
მშენებლობაც დაასრულა", -
ნათქვამია ინფორმაციაში.