თბილისში მარტში 3 064 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა

News.ge 1 დღე წინ 14
თბილისში მარტში 3 064 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა

2025 წლის მარტში თბილისში 3 064 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1.5%-იანი კლებაა – ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.
რაც შეეხება ფასებს, თუ გასული წლის მარტში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1079 დოლარი იყო, 2025 წლის მარტში ფასი 1 222 დოლარს გაუტოლდა.
„2025 წლის მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მარტთან შედარებით 27.7%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო გარეუბანში საშუალო შეწონილმა ფასმა 7.3%-ით მოიმატა.
ასეთი ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 11.6%-ით გაიზარდა.
2025 წლის მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მარტთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში – 10.2%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში სულ რაღაც 0.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, – ნათქვამია კვლევაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია